როგორც რუსული ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Azimuth Airlines -ი სოჭიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით იწყებს ოპერირებას. სოჭსა და თბილისს შორის რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

აზიმუტ ეარლაინი ​უკვე მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც სოჭიდან საქართველოს მიმართულებით ახორციელებს რეისებს. აღნიშნულ ქალაქებს შორის ფრენებს Red Wings -ი 2023 წლის ივლისიდან ასრულებს.

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იმავდროულად, Azimuth -ი ფრენებს შეასრულებს მოსკოვი ბათუმი, ბათუმი მოსკოვი -ს საჰაერო ხაზზეც. რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე 9 ოქტომბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

თბილისი სოჭი

Departure atReturn atAirlineFind tickets
26 September 202627 September 2026Red Wingsავიაბილეთები 292 -დან
3 October 20267 October 2026Red Wingsავიაბილეთები 291 -დან
7 November 20268 November 2026Red Wingsავიაბილეთები 373 -დან
21 December 202623 December 2026Red Wingsავიაბილეთები 168 -დან

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ, მოსკოვი თბილისის რეისზე პირველი ფრენა, 2023 წლის 19 მაისს სწორედ Azimuth-მა განახორციელა. დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ზე და მიიღეთ გარანტირებულად დაბალი ფასი. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმომავალი წლიდან სინგაპურის აეროპორტი საპასპორტო კონტროლის გაუქმებას გეგმავს
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted