ახალი წელი ყველასთვის საყვარელი პერიოდია. ამ დროს შვებულებებიც იწყება და მოგზაურობასაც ხშირად ვგეგმავთ. თუ ამ მოგზაურობის დაგეგმვას ახლავე დაიწყებთ, ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

ორი სამი თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ როგორც ავია ბილეთი, ისე სასტუმრო და ჰოსტელი.

ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ რომელი რეისებით იმგზავრებთ უფრო იაფად საახალწლოდ, თუ ბილეთებს ახლავე დაჯავშნით.

სცადეთ დეკემბრის ბოლო, სამუშაო დღეები აირჩიოთ სამგზავროდ. შაბათ-კვირას ბილეთები ძვირდება, თან თუ გავითვალისწინებთ რომ ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში შობას დეკემბრის ბოლოს აღნიშნავენ.

იტალია, ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა საახალწლოდ, განსაკუთრებით კი მილანი, სადაც მთელი ქალაქი ფერადი ნათურებით ირთვება. თბილისიდან მილანის მიმართულებით დეკემბრის ბოლოს ავიაბილეთები 300 ლარიდან იწყება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კი 200 ლარიდან იწყება ფასები.

პრაღაში ახალი წლისთვის მზადება ჯერ კიდევ შემოდგომას იწყება. ქალაქში საახალწლო ბაზრობები იმართება და ცენტრალურ ნაწილს ყველაზე დიდი ნაძვის ხე ამშვენებს. თვალს მოგჭრით ქუჩების მრავალრიცხოვანი განათება.

პრაღაში დეკემბრის ბოლოს ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz air ge -ი ავიაბილეთს 200 ლარიდან გთავაზობთ.

200 ლარიდან იწყება ბილეთის ფასები იანვრის დასაწყისში ქუთაისი-პარიზის მიმართულებით. ფრენებს ამ შემთხვევაშიც ავიაკომპანია Wizzair-ი ასრულებს.

იანვრის დასაწყისში შეგიძლიათ ბერლინიც მოინახულოთ, ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისის ფასები 200 ლარიდან იწყება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშილუფთჰანზა / Lufthansa ავიაკომპანია
შემდეგი სტატიარომელი ავტობუსებით ვისარგებლებთ იაფად ევროპის ქვეყნებში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments