ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას ერთ-ერთ პრობლემას ტრანსპორტით გადაადგილება  წარმოადგენს. სატრანსპორტო საშუალებები და ტაქსი ძვირია.

ამ სტატიაში განვიხილოთ ავტობუსის კომპანიები, რომლებიც შედარებით იაფ ფასებს სთავაზობენ მგზავრებს.

ევროპის ქვეყნებში დაბალბიუჯეტიანი ავტობუსები არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მგზავრებს ორჯერ იაფად ემსახურებიან.

ერთ-ერთი პირველი, რომელზეც ვისაუბრებთ Flixbus – ფლიქსბასია, რომელიც მგზავრებს იაფ ფასებში ემსახურება. კრაკოვიდან ბუდაპეშტი – 2-3 ევროდან მერყეობს. კომპანია ფლიქსბასი ხშირად აკეთებს ფასდაკლებებს და მუდმივ კლიენტებზე ე.წ ვაუჩერებიც აქვს. როდესაც მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს გადაადგილება, ავტობუსის დაბალი ფასები ბევრ პრობლემას ჭრის. ფლიქსბასის სტანდარტული ბილეთის შეძენა 5-დან 15 ევრომდეა შესაძლებელი.

ავტობუსები ფასიდან გამომდინარე მაქსიმალურ კომფორტს ვერ სთავაზობენ მგზავრებს, თუმცა wifi ყველგანაა და ტელეფონის დატენვაც შესაძლებელია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა გრძელი მარშრუტი გვაქვს გასავლელი.

ფლიქსბასმა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზარდა ტერიტორია და ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში იპოვით მათ რეისებს. ევროპის მასშტაბით 1500- ზე მეტ ქალაქს აკავშირებს.

რეგიოჯეტი – regiojet თავდაპირველად ორიენტირებული სტუდენტების გადაადგილებაზე იყო და სწორედ ამიტომ, დაბალი ფასებით გახდა ცნობილი.დღემდე ერთ-ერთ პირველ კომპანიად ითვლება დაბალბიუჯეტიან ავტობუსებში. წარმატებული გამოცდილების შემდეგ არაერთმა კომპანიამ მიბაძა და მგზავრობის ღირებულება გააიაფა.

ლეოექსპრესის საავტობუსო კომპანია, შედარებით ძვირია, თუმცა ფასდაკლებებისა და ვაუჩერების აღებაა შესაძლებელი. სალონში კომფორტია შექმნილი, გრძელ მარშრუტზე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ყავა და ჩაიც კი შეუკვეთონ.

ევროპის ქვეყნებში გადაადგილება 21 საუკუნეში პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა აპლიკაციებს რომლებიც გვეხმარება ორიენტირებაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისად გავემგზავროთ ახალ წელს იაფად
შემდეგი სტატიაავიაკომპანია British Airways
3.7 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments