მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური და განვითარებული სფეროების ჩამონათვალში ავიაცია ნამდვილად იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს. ეს არის სფერო, რომელშიც ყველაფერი ზუსტ გათვლებსა და ფიზიკის კანონებს ეფუძნება.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი15 თებერვალი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 123 -დან
ლარნაკა21 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 125 -დან
ვარშავა22 იანვარი 202628 იანვარი 2026ავიაბილეთები 159 -დან
ათენი20 მარტი 202623 მარტი 2026ავიაბილეთები 175 -დან
ვენეცია17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 176 -დან

თუმცა, ასეთი სიზუსტის სფეროშიც კი არსებობს ისეთი უცნაური წესები და ცრურწმენები, როგორიც არის კონკრეტული ციფრების შიში. ზოგიერთი ევროპული ავიაკომპანიის ბორტზე, როდესაც თქვენი ადგილის ძებნას დაუწყებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მე-12 რიგს მე-14 მოსდევს და 13 უბრალოდ არ არსებობს.

როგორი უცნაურია, როდესაც მილიარდიანი ავიაკომპანიები, რომელთა საჰაერო ხომალდები ნისლში ავტოპილოტით ეშვებიან, შუა საუკუნის ცრურწმენებს ენდობიან და იზიარებენ. ამ ბლოგში ავიაციის იმ დაფარულ მხარეებზე მოგიყვებით, სადაც ციფრებსა და ტრადიციებს უდიდესი როლი უჭირავს.

ტრისკაიდეკაფობია – შიში, რომელმაც რიგები გააქრო

რიცხვი 13-ის პათოლოგიურ შიშს ტრისკაიდეკაფობია ეწოდება. დასავლურ კულტურაში ეს რიცხვი ღალატის, უიღბლობისა და საფრთხის სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საუკუნე ბევრად რაციონალურია, ადამიანებს მაინც აქვთ ფრენის შიში. ამის ფონზე კი იღვიძებს პირველყოფილი შიშებიც და გაუცნობიერებლად იწვევს შინაგან შფოთვებს. ამის თავიდან ასაცილებლად და მგზავრების ფსიქოლოგიური კომფორტისთვის, ავიაკომპანიები მინიმალურ დეტალებსაც ითვალისწინებენ.

ისეთი გიგანტი ევროპული ავიაკომპანიები, როგორებიცაა ლუფთჰანზა / Lufthansa, Air France, Swiss Air, Iberia და Ryanair, ხშირად მე-12 რიგიდან პირდაპირ მე-14-ზე გადადიან. Lufthansa-ს წარმომადგენლებმა ოფიციალურადაც კი განაცხადეს, რომ ეს კეთდება იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე-13 რიგი ცუდ იღბალს მოუტანთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანებს გაუცნობიერებელი შიში იპყრობს, რის გამოც ისინი უარს ამბობენ ამ ადგილების დაჯავშნაზე, რაც ლოგისტიკურ სირთულეებს იწვევს და ბორტზე ცარიელ ადგილებს ტოვებს.

იტალიური პარადოქსი: რატომ არის 17 უფრო საშიში?

თუ ფიქრობთ, რომ ევროპულ ავიაკომპანიებში 13 ერთადერთი აკრძალული რიცხვია, იტალიაში მოგზაურობისას სიურპრიზი გელოდებათ. იტალიური ავიახაზებით მგზავრობისას შესაძლოა მე-13 რიგი იპოვოთ, მაგრამ ვერსად ნახოთ მე-17 რიგი.

იტალიელებისთვის 17 უფრო უიღბლო ციფრად ითვლება, ვიდრე 13. ეს რწმენა სათავეს ძველი რომიდან იღებს: რომაული ციფრებით 17 იწერება როგორც XVII, რისი ანაგრამაც (ასოების გადაადგილება) არის VIXI. ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს „მე ვცხოვრობდი“. ეს წინადადება წარსულ დროშია და ირიბად ნიშნავს – „ჩემი სიცოცხლე დასრულდა“. იტალიურ კულტურაში ეს სიკვდილთან ასოცირდება, ამიტომ ავიაკომპანიები არ რისკავენ და მდგომარეობის გასამარტივებლად ამ ციფრს უბრალოდ აუქმებენ.

ტეტრაფობია და აზიური გავლენა ევროპულ ცაზე

ევროპული აეროპორტებიდან, როგორიცაა ფრანკფურტი თუ პარიზი, ყოველდღიურად ასობით რეისი დაფრინავს აზიის მიმართულებით. აქ კიდევ ერთი კულტურული ფენომენი – ტეტრაფობია, ანუ ციფრი 4-ის შიში იჩენს თავს. ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში ციფრი 4-ის წარმოთქმა სიტყვა „სიკვდილის“ იდენტურია.

ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ხიდს წარმოადგენენ (Cathay Pacific ან Singapore Airlines), ამ ფაქტორს ითვალისწინებენ და ბორტზე არც მე-4 და არც მე-14 რიგს არ ტოვებენ. ეს გლობალური ბიზნესის სტრატეგიაა – პატივი სცენ ყველა კულტურასა და მათ შიშებს, რათა მგზავრმა თავი დაცულად იგრძნოს.

პილოტების ფარული რიტუალები

ცრურწმენები მხოლოდ მგზავრებს არ აქვთ. თუ მათი შიშები ციფრებს უკავშირდება, პერსონალს უფრო ინდივიდუალური რიტუალები აქვს და ავიაცია სავსეა ამ პატარა მაგიური ქმედებებით, რომლებიც სახელმძღვანელოებში არ წერია.

  • ფოტოსურათის აკრძალვა: პილოტების უმეტესობა უშუალოდ რეისის წინ თვითმფრინავთან ფოტოს გადაღებაზე კატეგორიულ უარს ამბობს; ითვლება, რომ ეს ბედის გამოცდაა.
  • იღბლიანი ნივთები: პილოტების კაბინაში ხშირად შეხვდებით პატარა თილისმებს, ძველ მონეტებს ან კონკრეტულ სათამაშოებს, რომლებიც პილოტებს ყველა ფრენაზე თან დააქვთ; ეს მათთვის იღბლის მომტანად ითვლება.
  • თვითმფრინავზე შეხება: დააკვირდით პილოტს ბორტზე ასვლისას — ბევრი მათგანი მარჯვენა ხელით ეხება თვითმფრინავის კორპუსს, თითქოს ესალმება მას და მშვიდობიან მგზავრობას სთხოვს.

ავიაცია არის სფერო, სადაც უახლესი ფიზიკა და უძველესი ინსტინქტები ერთმანეთთან იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ მე-13, მე-17 ან მე-4 რიგის არარსებობა რეალურად არ მოქმედებს ძრავების მუშაობაზე ან აეროდინამიკაზე, ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი ნებისმიერ დროს.

საბოლოო ჯამში, ავიაკომპანიებისთვის მთავარია, რომ მგზავრი ფრენის დროს თავს მშვიდად გრძნობდეს. ასე რომ, შემდეგში, როცა მე-12 რიგიდან პირდაპირ მე-14-ში აღმოჩნდებით, გაიღიმეთ – ეს ავიაციის პატარა ჯადოსნობაა თქვენი სიმშვიდისთვის.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბრატისლავა-ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments