2024 წლის საავიაციო ბაზრის ლიდერი საქართველოში და მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები

2024 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერობას კვლავ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ინარჩუნებს. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 19.1%-იანი წილი დაიკავა (1,208,499 მგზავრი).

  • მეორე ადგილზე Turkish Airlines -ია, რომელმაც 7.6%-იანი წილით 480,844 მგზავრი გადაიყვანა.
  • მესამე ადგილზე Georgian Airways -ი, რომელსაც 7.5%-იანი წილი (473,744 მგზავრი) უკავია.
  • მათ მოჰყვებიან Pegasus Airlines – 7.3% -იანი წილით, (460,939 მგზავრი)
  • და აზერბაიჯანული AZAL 5.5% -იანი წილით (345,503 მგზავრი).

Wizz Air ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი23 იანვარი 202626 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 222 -დან
ბარსელონა2 მარტი 20266 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 421 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 543 -დან
ბრიუსელი25 იანვარი 20261 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
ბრატისლავა11 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
ბუდაპეშტი3 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 247 -დან
დორტმუნდი20 იანვარი 202627 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
მემინგენი7 თებერვალი 202621 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 373 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 203 -დან
ჰამბურგი2 მაისი 20269 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 517 -დან

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მსხვილმა ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways -მა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადი გააორმაგა. ავიაკომპანიამ განმარტა, რომ ეს ზრდა კომპანიის “სწორი პოლიტიკის” შედეგია. მათი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო ახალი მიმართულებების დამატებამ, ფრენების სიხშირეების ზრდამ და ავიაპარკის გაფართოებამ.

ამჟამად, ჯეორჯიან ეარვეისი 12 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს და სამომავლოდ გეგმავს ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, აზიის მიმართულებების დამატებას, ასევე ავიაპარკის გაფართოებას.

მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკა

თბილისის აეროპორტისამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა წლიურად 26%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა. ტრადიციულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს, რომელმაც 3,622,830 მგზავრი მოემსახურა.

ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, ძირითადად Wizz Air-ის წარმატების ფონზე, 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტის წლიური ზრდა, რომელმაც 753,485 მგზავრის მომსახურება უზრუნველყო, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ქვეყნის მასშტაბით.

ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია ოპერირებს და მგზავრებს 103 მიმართულებას სთავაზობს, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების ნათელ სურათს წარმოადგენს.

საქართველოს საავიაციო ბაზარი 2024 წელს განაგრძობს ზრდას, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიების აქტიურობის შედეგია. Wizz Air-ი კვლავაც ბიუჯეტური ფრენების ლიდერია, ხოლო Georgian Airways-ი წარმატებით ახორციელებს განვითარების სტრატეგიას. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდა ქვეყნის ავიაციის პოტენციალს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

დაჯავშნეთ ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიმედი ელ სამოგზაურო დაზღვევა Imedi L dazgveva
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში E-Gate ტექნოლოგია საცდელი რეჟიმით ამუშავდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments