ახლო აღმოსავლეთში დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, გლობალური ავიაკომპანიები უსაფრთხოების ზომებს მკვეთრად ამკაცრებენ. ფრენების მასობრივი გაუქმება და მარშრუტების შეცვლა უკვე შეეხო ათიათასობით მგზავრს, რომლებიც რეგიონის მიმართულებით მოგზაურობას გეგმავდნენ.

საერთაშორისო ავიახაზების უმეტესობამ თელ-ავივის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით ან დროებით შეაჩერა. გერმანულმა Lufthansa Group-მა (რომელიც მოიცავს Swiss-ს, Austrian Airlines-სა და Brussels Airlines-ს) და ფრანგულმა Air France-KLM-მა რეისების გაუქმების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს.

Wizz Air -მა ახლოს აღმოსავლეთის რამდენიმე მიმართულებაზე ოპერირება დროებით შეაჩერა. ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება ვითარებას და რეისების აღდგენას მხოლოდ რისკების მინიმუმამდე შემცირების შემთხვევაში გეგმავს.

ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი აეროპორტები, მათ შორის დუბაის აეროპორტი — მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ჰაბი – ზედიზედ მესამე დღეა დაკეტილია. ეს არის ყველაზე მწვავე საავიაციო კრიზისი მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიამ ინდუსტრია პარალიზებულ მდგომარეობაში ჩააგდო.

დუბაიში ბაზირებულმა Emirates Airlines -მა, აბუ-დაბის Etihad Airways -მა და დოჰას Qatar Airways -მა, ჯამში, ასობით რეისი გააუქმეს.

FlightAware-ის მონაცემებით, შაბათს თითქმის 2,800 ფრენა გაუქმდა, ხოლო კვირას გაუქმებული რეისების რაოდენობამ 3,156-ს მიაღწია.

საავიაციო ექსპერტები მგზავრებს ურჩევენ, თავი შეიკავონ რეგიონში მოგზაურობის დაგეგმვისგან უახლოესი კვირების განმავლობაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიისტორიული მოლაპარაკებები: დაიწყება თუ არა პირდაპირი ფრენები ერევნიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments