თანამედროვე სამყაროში უკვე უამრავი ქვეყანა აკეთებს აქცენტს ქალაქების გამწვანებაზე. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს სასიამოვნო აურია მართლაც შესამჩნევად იგრძნობა. მსგავსი ტიპის გარემო იდეალური ვარიანტია მშვიდი და კომფორტული არდადეგების გასატარებლად. მაგალითად გერმანიის ქალაქები, კონკრეტულად კი შტუდგარდი სწორედ მსგავსი ასპექტით გამოირჩევა მისი კონკურენტი ტურისტული ზონებისგან. ამ ულამაზეს გერმანულ მხარეში მართლაც უდიდესი რაოდენობით შეხვდებით ქალაქში სეირნობისას დასასვენებელ პარკებსა და მწვანე ზონებს. იმის ფონზე, რომ ამ ქალაქის ერთ–ერთი მთავარი სამრეწველო მიმართულება ავტომშენებლობაა, აღნიშნული ვითარება მართლაც ქებას იმსახურებს.

შტუდგარდის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა ნიშნავს ერთ დიდ მწვანე ლაბირინთში მოხვედრას. მისი ქუჩები ბუნებრივი ყვავილებით სავსე პარკებითაა გადაბმული ერთმანეთთან. ამ ყველაფრის ფონზე კი თქვენი ოჯახის ან საყვარელი ადამიანების გასართობად ორიგინალური ზოოპარკის მონახულებაც შეგიძლიათ იქვე. რაც მთავარია, პარალელურად შტუტგარდის თითოეული ქუჩა უახლესი არქიტექტურის შედევრებით თანთადანობით დღემდე ივსება. მათი დათვალიერება ცალკე დროის გამოყოფას იმსახურებს. ეს ქალაქი ნამდვილად მინიმალისტური სტილის აღმოცენების ცენტრად წარმოგიდგენთ თავს.

შუშის ბლოკებისგან აშენებული ულამაზესი ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად გაფრენა თქვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ. მაგალითად ასეთ დროს Eurowings -ის მომსახურებით სარგებლობა ყველაზე მოსახერხებელი იქნება. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენას ასრულებს თბილისის-შტუტგარტი-თბილისის მიმართულებით და მათ მიერ შემოთავაზებული ავიაბილეთების შეძენა 600 ლარიდან 800 ლარამდეა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ  Lufthansa–ს მომსახურეობით სარგებლობა, მათ მიერ შემოთავაზებული ავიაბილეთების ფასი კი – 500 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა საშუალოდ 4საათია და 30 წუთია.

თბილისი შტუტგარტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202425 მაისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 992 -დან
10 ივნისი 202414 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 995 -დან
29 ივლისი 202410 აგვისტო 20242 ᲒაჩერებაEurowingsავიაბილეთები 1 042 -დან
1 აგვისტო 202410 აგვისტო 20242 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 196 -დან
23 სექტემბერი 202412 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 345 -დან

Avia.Ge–ს მოხერხებული საძიებო სისტემის დახმარებით ასევე მარტივად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ის, რომ გერმანიის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ გაფრენა. ამ შემთხვევაში ავიაბილეთები შტუდგარდის მიმართულებით Wizz Air–ის რეისებზეა ყველაზე მომგებიან ფასად დასაჯავშნი. აღნიშნული პაკეტის ფასი ასევე 600 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ამ ვარიანტის შერჩევის შემთხვევაში საქართველოდან გაფრენილ ტურისტებს შტუდგარდის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისათვის დაახლოებით 20 საათი დასჭირდებათ .

თბილისი შტუტგარტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 სექტემბერი 202418 სექტემბერი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 297 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისანკტ პეტერბურგის ავიაბილეთები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments