ევროპის ცნობილი ტურისტული ლოკაციები უამრავი საინტერესო და უნიკალური ატრაქციონით გამოირჩევა. უცხო ქვეყნის ადგილობრივი კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ახალი კულინარიული გამოწვევების გარემოცვაში მოქცევა მართლაც ტურისტულ სამოთხეს წარმოადგენს. ასევე, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რითაც ევროპა ეგზოტიკური ქვეყნებისგან გამოირჩევა, დახვეწილი და საკმაოდ განვითარებული მოდის სფეროა.

საყვარელ ადამიანებთან ერთად ცნობილი ბრენდების მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სიარული მათი ორიგინალი სამოსისა და აქსესუარების შესაძენად მართლაც სასიამოვნო პროცესია. ასევე, ასეთ დროს ყველაზე ხარისხიანი საჩუქრების შერჩევაც მარტივია საქართველოში ჩამოსატანად. ავიაბილეთები ბარის მიმართულებით პირველ რიგში სწორედ ასეთი გემოვნებიანი არდადეგების მსურველებმა უნდა შეიძინონ.

ბარი საპორტო ქალაქია, რომელიც ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. იგი სამხრეთ იტალიის დედაქალაქათაც კი ითვლება, მისი უნიკალური არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გამო. ამ ქალაქში სეირნობა იტალიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ფურცლებზე გამოგზაურებთ. ორ ნავსადგურს შორის მოქცეული ქალაქი ულამაზეს კათედრალებს, პილიგრიმულ ლოკაციებს და მყუდრო, წვრილ ქუჩებს მოიცავს. თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის. ბარის სტუმრებს შეუძლიათ ასევე დატკბნენ სავაჭრო ცენტრად ქცეული უბნებით, რომლის ქუჩებიც მხოლოდ საყიდლებზე გამოსული ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ბარის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა ასევე საინტერესო სავაჭრო პროცესს წარმოადგენს.

იტალიის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ლოკაციის მიმართულებით გასაფრენად რამდენიმე ვარიანტი გაქვთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ მიმართულებით Lufthansa–ს ავიახაზების თვითმფრინავები ყველაზე მოხერხებულ ფასში მიფრინავენ. ამ ავიაკომპანიის აქციების წყალობით ბარის სანაპიროებზე მოხვედრას 650–ლარიდან 1100 ლარის ფარგლებში მოახერხებთ. აღნიშნული რეისი ჯამში დაახლოებით 10 საათიანი იქნება და მიუნხენში გადაჯდომას ითვალისწინებს.

თბილისი ბარის ავიაბილეთები

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
18 August 202622 August 20261 StopLufthansaავიაბილეთები 925 -დან
27 September 20261 October 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 668 -დან
1 October 20265 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 766 -დან
20 November 202623 November 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 719 -დან
31 December 202610 January 20271 StopLufthansaავიაბილეთები 654 -დან
21 July 202728 July 20271 StopLufthansaავიაბილეთები 959 -დან

Avia.Ge–ს მოხერხებული საძიები სისტემის წყალობით ასევე კიდევ რამდენიმე ვარიანტის შერჩევა შეგიძლიათ. მაგალითად Wizz Air –ის წარმომადგენლებისგან ავიაბილეთები ბარის მიმართულებით სულ რაღაც 200 ლარიდან 250 ლარის ფარგლებში შეიძლება მიიღოთ. ამ შემოთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში ქუთაისიდან გაფრინდებით და გადასაჯდომად შეჩერება რომის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ. ასეთი გზით ბარის აეროპორტში დაახლოებით 8 საათში აღმოჩნდებით.

ქუთაისი ბარის ავიაბილეთები

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
20 August 202629 August 20261 StopWizz Air Maltaავიაბილეთები 815 -დან
5 September 202613 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 904 -დან
29 October 202630 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 567 -დან
1 November 20264 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 446 -დან
31 December 202610 January 20271 StopWizz Airავიაბილეთები 701 -დან
1 March 20274 March 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 689 -დან
26 July 202729 July 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 949 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისი ვროცლავის იაფი ავიაბილეთები
შემდეგი სტატია18 ახალი ავიარეისი რუსეთიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted