ისრაელის დროშის ქვეშ მფრინავია Arkia Airlines -ი 1949 წელს დაარსდა შიდა ფრენებისათვის, თუმცა წარმატებულად ოპერირების შემდეგ,  1980 წლიდან ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო სივრცესაც შეუერთდა.

დღეისათვის, Arkia ფრენებს 40-ზე მეტ მიმართულებაზე ახორციელებს ევროპის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

მათ შორის, შიდა მიმართულებები მოიცავს: თელ ავივს, ელიათს, იაფოს.

ხოლო, საერთაშორი მიმართულებები კი შემდეგია: ამსტერდამი, ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ლარნაკა, მილანი, მიუნხენი, პარიზი, პრაღა, რომი, ვენეცია, თბილისი და სხვ.

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Arkia Airlines -ს წესებსა და პირობებს.

  • ავიაბილეთის გაუქმება

მგზავრებს შეუძლიათ გააუქმონ ჯავშანი, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

  • თუ ჯავშანი განხორციელდა უშუალოდ მომხმარებლის მიერ ტელეფონით ან ონლაინ.
  • თუ მგზავრმა ბილეთები დაჯავშნა რეისის გამგზავრებამდე რვა ან მეტი სამუშაო დღით ადრე.
  • თუ მგზავრი წერილობით გააუქმებს ჯავშანს ბილეთს დაჯავშნიდან 14 დღის განმავლობაში.
  • თუ ჯავშნის გაუქმება მოხდება ფრენის გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • რეგისტრაცია/Check-in

ონლაინ რეგისტრაცია

Arkia Airlines-ი მგზავრებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე 24 საათით ადრე. კონტრშემოწმება აეროპორტში იხსნება გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე საერთაშორისო ფრენებისთვის.

აეროპორტში რეგისტრაცია

მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს აეროპორტის მიხედვით, რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 3 საათით ადრე საერთაშორისო რეისებისთვის.

  • ბარგი

ხელბარგი

მგზავრებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო ხელბარგით, 7 კგ-მდე მაქსიმალური წონით. ეს ბარგი არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ x 40 სმ x 55 სმ-ს.

მგზავრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელბარგი არ შეიცავდეს რაიმე აკრძალულ ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ჩამოერთვთ.

ჩასაბარებელი ბარგი

საერთაშორისო ფრენებზე, ჩასაბარებელი ბარგი დამოკიდებულია შეძენილ ტარიფზე. თუ მგზავრობის საფასურში შედის ჩასაბარებელი ბარგი, ამ შემთხვევაში უფასო წონა იქნება 23 კგ.

  • მოგზაურობა შინაურ ცხოველთან ერთად

არკია შინაური ცხოველის გადასახადს ითვლის შემდეგნაირად: (ცხოველის წონა + გალია) x ჭარბი მაჩვენებელი თითო კგ-ზე.

მინიმალური გადასახადი დაფუძნებულია 3 კგ ჭარბ წონაზე.

აუცილებელია, რომ მგზავრებს თან ექნებათ ალიკაპი, გალია და საბუთები, რომლებიც საჭიროა შინაური ცხოველის დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად.

შინაური ცხოველების ტვირთის სათავსოთი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არის შემდეგი:

  • ფრენა შეუძლიათ ცხოველებს, რომლებიც არ ემუქრებიან თანამშრომლების ჯანმრთელოას, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მართვაზე.
  • ძაღლების გადასაყვანად აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ალიკაპი.
  • საერთაშორისო ფრენებისთვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაცია.
  • შინაური ცხოველების მომსახურებისთვის არის ფიქსირებული ტარიფი, რომელსაც იხდით აეროპორტში
  • ცხოველი უნდა იყოს ცალკე გალიაში.

შინაური ცხოველების სალონით გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არის შედეგი:

  • მგზავრებს შეუძლიათ სალონში აიყვანონ მეგზური ძაღლი, თუმცა მისი წინა გალიათან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს, ზომები კი – 40 x 20 x 40-ს .
  • თუ ცხოველს აქვს ავადმყოფობის ნიშნები, შეიძლება მან ვერ შეძლოს ბორტზე მგზავრობა.
  • მგზავრებმა ხელი უნდა მოაწერონ სპეციალურ ფორმას „მოგზაურობა შინაურ ცხოველებთან ერთად“.
  • მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა დაგეგმონ შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობა ფრენის ბილეთების დაჯავშნის დროს.

აღნიშნული ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც უნგრეთში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაროგორ მოვხვდეთ ათენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments