საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა ავიაკომპანია Air China -მ. ავიაკომპანიამ პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით BOEING 737-800-ის თვითმფრინავით შეასრულა. პირველ რეისს 98 მგზავრი ჩამოჰყვა, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა.

პირველ ფრენას თბილისში TAV Georgia -ს ორგანიზებით ოფიციალური დახვედრა მოუწყეს, სადაც ავიაკომპანიის წარმომადგენლები და მგზავრები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ხაზს უსვამდა ეარ ჩაინა -ს მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ჩინეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

air china georgia

უვიზო რეჟიმის გავლენა და ახალი პერსპექტივები

ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პროცესის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აქტიური მოლაპარაკებები გამართა Air China-სთან საავიაციო ფორუმზე Routes Asia-2024. მოლაპარაკებების მიზანი რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყება იყო არა მხოლოდ ურუმჩიდან, არამედ პეკინსა და თბილისის მიმართულებითაც.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსი ვაკო ჭილაშვილი აღნიშნავს: “ამ ეტაპზე ფრენები ურუმჩსა და თბილისის შორის, კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, Air China მზადაა ოპერირების სიხშირე გაზარდოს. ავიაკომპანია ასევე განიხილავს თბილისსა და პეკინს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას.”

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 დეკემბერი 202429 დეკემბერი 2024Air Chinaავიაბილეთები 969 -დან
20 იანვარი 202527 იანვარი 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 1 092 -დან
3 თებერვალი 202517 თებერვალი 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 1 523 -დან

 

Air China-ის ისტორია და მნიშვნელობა

Air China არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 69 წლის წინ. ის Star Alliance-ის წევრია და ახორციელებს რეგულარულ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში. Air China გახდა მეორე ჩინური ავიაკომპანია, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში, ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენებით შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ 66,485 მგზავრი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის დინამიკას.

Air China-ს მიერ თბილისის აეროპორტში პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ავიაბაზრისთვის. ახალი მიმართულება გაამარტივებს ბიზნეს და ტურისტულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის და ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას. საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურა მზადაა გაზარდოს ფრენების სიხშირე და გააძლიეროს თანამშრომლობა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

შეიძინე ავიაბილეთები ურუმჩის მიმართულებით იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir China-მ ჩინეთიდან საქართველოში პირველი რეისი წარმატებით განახორციელა
შემდეგი სტატიაპარიზი წლის ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments