ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France, რომელიც Air France-KLM Group-ის ნაწილია, 2025 წლის აპრილიდან დაიწყებს რეგულარულ პირდაპირ ფრენებს პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზის ავიაბილეთის შეძენა 79 ევროდანაა შესაძლებელი. ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ფრენის განრიგი:

აქამდე, პარიზსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს Air France და Georgian Airways ახორციელებდნენ, ახლა კი მათ რიგს Transavia France უერთდება, რომელიც მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტურ და მოქნილ ალტერნატივას სთავაზობს.

Direct Flights from Tbilisi to Paris

Departure atReturn atAirlineFind tickets
22 September 202625 September 2026Georgian Airwaysთბილისი პარიზი
14 October 202628 October 2026Transavia Franceთბილისი პარიზი
3 November 202610 November 2026Georgian Airwaysთბილისი პარიზი

 

Transavia France-ის სათაო ოფისი პარიზის ორლის აეროპორტში მდებარეობს და იგი 2006 წელს დაარსდა. ავიაკომპანია აქტიურად ავითარებს თავის ფლოტს და 2025 წლის ზაფხულისთვის მის შემადგენლობაში 87 თვითმფრინავი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტრანსავია -მა ამ მიმართულების დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წარმატებით დაიწყო ფრენები სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს კომპანიის მიზანს, გააფართოოს თავისი ყოფნა კავკასიის რეგიონში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Transavia -ს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყობო ხელი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე, აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით საფრანგეთიდან, ვიზიტორების მოზიდვა სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. საქართველოს ტურისტული სექტორი აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთის სხვადასხვა გამოფენებში და აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს ამ ქვეყანაში.

ახალი მარშრუტის დამატება არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს, არამედ გააძლიერებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

შეიძინე Transavia -ს ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აპრილიდან აღდგება
შემდეგი სტატიაeasyJet თბილისში პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევადან შეასრულებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted