Anadolujet Airlines-ი თურქეთის ავიახაზების შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც 2008 წლის 23 აპრილს დაარსდა. ავიაკომპანიას ორი მთავარი ბაზა აქვს ანკარის ესენბოგასა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში.

ანადოლუჯეტი, ძირითადად, შიდა ფრენებს ახორციელებს, თუმცა რამდენიმე მიმართულებით ჩრდილოეთ კვიპროსში და დასავლეთ ევროპაშიც ოპერირებს. მისი მიმართულებების რაოდენობა 2020 წლის იანვრის მონაცემებით 42-მდე აღწევს. რეგიონული ფრენები სრულდება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ადანა, ანკარა, ანტალია, ბურსა, იზმირი და სხვა. ხოლო საერთაშორისო ფრენები სრულდება ერჩანის (ნიქოზია) და ლონდონის სტანსტედის აეროპორტის მიმართულებით.

რაც შეეხება ფლოტს, Anadolujet-ი 39 ხომალდს მოიცავს, რომელშიც როგორც Airbus-ის ტიპის, ისე Boeing-ის და Embraer-ის ტიპის ხომალდები შედის.

2020 წლის მარტიდან ავიაკომპანია იმ 20 საერთაშორისო რეისზე დაიწყებს ოპერირებას, რომელსაც Turkish Airlines-ი საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ასრულებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, რომ Anadolujet-ი თბილისის და საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებს შორის იწყებს ოპერირებას. რეისების განხორციელება 2020 წლის 29 მარტიდან იწყება და ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

ავიაბილეთების ღირებულება კი საკმაოდ მისაღები იქნება, რადგან ანადოლუჯეტი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა.ორი გზის ავიაბილეთს 280 ლარადაც კი გვთავაზობს.

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივნისი 202618 ივლისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 461 -დან
8 ივლისი 202616 ივლისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 443 -დან
5 აგვისტო 202611 აგვისტო 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 449 -დან
14 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 440 -დან
10 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 442 -დან
6 ნოემბერი 202611 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 438 -დან
4 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 434 -დან
1 იანვარი 20272 იანვარი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 536 -დან
20 მარტი 202727 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 448 -დან
9 აპრილი 202712 აპრილი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 764 -დან
7 მაისი 202711 მაისი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 748 -დან
1 ივნისი 20271 ივნისი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 776 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-მა იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ხანიის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted