Anadolujet Airlines-ი თურქეთის ავიახაზების შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც 2008 წლის 23 აპრილს დაარსდა. ავიაკომპანიას ორი მთავარი ბაზა აქვს ანკარის ესენბოგასა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში.

ანადოლუჯეტი, ძირითადად, შიდა ფრენებს ახორციელებს, თუმცა რამდენიმე მიმართულებით ჩრდილოეთ კვიპროსში და დასავლეთ ევროპაშიც ოპერირებს. მისი მიმართულებების რაოდენობა 2020 წლის იანვრის მონაცემებით 42-მდე აღწევს. რეგიონული ფრენები სრულდება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ადანა, ანკარა, ანტალია, ბურსა, იზმირი და სხვა. ხოლო საერთაშორისო ფრენები სრულდება ერჩანის (ნიქოზია) და ლონდონის სტანსტედის აეროპორტის მიმართულებით.

რაც შეეხება ფლოტს, Anadolujet-ი 39 ხომალდს მოიცავს, რომელშიც როგორც Airbus-ის ტიპის, ისე Boeing-ის და Embraer-ის ტიპის ხომალდები შედის.

2020 წლის მარტიდან ავიაკომპანია იმ 20 საერთაშორისო რეისზე დაიწყებს ოპერირებას, რომელსაც Turkish Airlines-ი საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ასრულებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, რომ Anadolujet-ი თბილისის და საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებს შორის იწყებს ოპერირებას. რეისების განხორციელება 2020 წლის 29 მარტიდან იწყება და ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

ავიაბილეთების ღირებულება კი საკმაოდ მისაღები იქნება, რადგან ანადოლუჯეტი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა.ორი გზის ავიაბილეთს 280 ლარადაც კი გვთავაზობს.

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
18 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 404 -დან
3 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 413 -დან
21 იანვარი 202721 იანვარი 2027პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 425 -დან
2 თებერვალი 20278 თებერვალი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 414 -დან
24 მარტი 20271 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 405 -დან
22 აპრილი 202726 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 405 -დან
11 მაისი 202711 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 459 -დან
10 ივნისი 202713 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 426 -დან
20 ივლისი 202721 ივლისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 417 -დან
27 აგვისტო 202731 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 427 -დან
2 სექტემბერი 20275 სექტემბერი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 426 -დან
15 ოქტომბერი 202718 ოქტომბერი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 415 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-მა იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ხანიის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted