ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი 1926 წლის 15 აპრილს დაარსდა და 93 წლიანი არსებობის მანძილზე საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მოწინავე ადგილს არ თმობს.

ამერიკული ავიახაზების მთავარი ოფისი ტეხასის შტატში, ქალაქ ფორტ-ვორზში მდებარეობს, მთავარი ბაზა კი დალას-ფორტ ვორზის აეროპორტშია. საერთო ჯამში კი 10 ბაზა აქვს, რომლებიც სხვადასხვა შტატში მდებარეობს.

American Airlines-ი მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა საჰაერო ფლოტის სიდიდის, გადაყვანილი მგზავრებისა და მიმართულებების რაოდენობით, და ასევე, შემოსავლით. თავის პარტნიორ და შვილობილ ავიაკომპანიებთან ერთად, ამერიკული ავიახაზები ყოველდღიურად 500 000 მგზავრს ემსახურება.

American Airlines-ი 350-მდე მიმართულებას ითვლის მსოფლიოს 5 კონტინენტზე და 50 ქვეყანაში, ხოლო 2020 წლიდან მეექსვე კონტინენტიც შეემატება, როდესაც ფილიპინების მიმართულებით დაიწყებს რეისების განხორცილებას. რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად დღეში 6800 საერთაშორიო და შიდა რეისს ასრულებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, 2019 წლის მონაცამებით ის 940 ხომალდისგან შედგება.

მათ შემადგენლობაშია ეარბასის, ბოინგის, და ემბრაერის ტიპის თვითმფრინავები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ფლოტი სწორედ ამერიკული ავიახაზებს ჰყავს.

American Airlines-ის თავის მგზავრებს ყოველთვის კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ყველა კლასის კაბინა საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილია და მუდმივად გაუმჯობესებაზე და უკეთესი სერვისის შექმნაზე ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ სარგებლოს წლის განმავლობაში 200 მილიონი ადამიანი ამ ავიაკომპანიით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით ამერიკული ავიახაზებითან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესახებ.

თბილისი ნიუ იორკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 იანვარი 202530 იანვარი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 852 -დან
27 თებერვალი 20259 მარტი 20251 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 807 -დან
6 მარტი 202513 მარტი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 754 -დან
3 აპრილი 202515 აპრილი 20251 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 772 -დან
26 მაისი 202511 ივნისი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 853 -დან
3 ივნისი 202510 ივნისი 20251 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 815 -დან
1 ივლისი 202522 ივლისი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 059 -დან
16 აგვისტო 202530 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაUnited Airlinesავიაბილეთები 2 148 -დან
27 სექტემბერი 202512 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაKLMავიაბილეთები 1 744 -დან
16 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 903 -დან
26 ნოემბერი 20251 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 709 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ტორონტოს მიმართულებით
შემდეგი სტატიაჩეხეთის ვიზა / Chexetis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments