სამოგზაურო დაზღვევა ალდაგი„ალდაგი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორის, სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც მოგზაურობისას მოულოდნელი მოვლენებისგან დაცვის საუკეთესო მექანიზმია.

რას მოიცავს ალდაგი სამოგზაურო დაზღვევა?

მოგზაურობა სასიამოვნო ემოციებთან და სიახლეების აღმოჩენასთან ასოცირდება, თუმცა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა შესაძლოა განწყობა შეცვალოს. „ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევა კი გიცავთ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, როგორიცაა სამედიცინო ხარჯები – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ამბულატორიული მკურნალობის და სტომატოლოგიური მომსახურება.

დაზღვევის ტიპები

„ალდაგი“ მომხმარებლებს სთავაზობს სამოგზაურო დაზღვევის ორ ტიპს:

  • ერთჯერადი დაზღვევა: კონკრეტული პერიოდისთვის განკუთვნილი პოლისი, რომელიც ერთჯერადად გამოიყენება.
  • მულტი დაზღვევა: მრავალჯერადი გამოყენების პოლისი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს. მომხმარებელი წინასწარ ირჩევს დღეების რაოდენობას და თანხას ერთჯერადად იხდის.

რატომ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა ?

  • ხელმისაწვდომი ფასები – „ალდაგი“ გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტებს ეკონომიურ და გონივრულ ფასებში, რაც ხელმისაწვდომს ხდის როგორც ერთჯერადი, ისე ხშირი მოგზაურებისთვის.
  • სანდოობა – „ალდაგი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მომხმარებელთა ნდობითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.
  • მუდმივი მხარდაჭერა – კომპანიის პროფესიონალთა გუნდი მუშაობს 24/7 რეჟიმში, რათა უზრუნველყოს თქვენი მოგზაურობის უსაფრთხოება და უპრობლემო გამოცდილება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 719 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა25 ივლისი 202629 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბერლინი10 ნოემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 534 -დან
ბრიუსელი29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 360 -დან
ბრატისლავა17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ბუდაპეშტი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 312 -დან
დორტმუნდი19 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 337 -დან
მემინგენი11 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 258 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 188 -დან

 

დაზღვევის შეძენა

aldagi travel insurance

„ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია Avia.ge -ს დახმარებით, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, რაც ამ პროცესს მარტივსა და სწრაფს ხდის.

როგორ გამოყენო დაზღვევა საჭიროების შემთხვევაში ?

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, უნდა მიჰყვეთ შემდეგ მითითებებს:

  1. დაუკავშირდით თქვენი დაზღვევის პოლისში მითითებულ ასისტანს კომპანიას.
  2. ოპერატორს მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  3. საჭიროების შემთხვევაში, ასისტანსი ორგანიზებას გაუწევს სასწრაფო დახმარების გამოძახებას და თქვენს ტრანსპორტირებას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ასისტანს კომპანიას ვერ დაუკავშირდით ?

თუ ასისტანს კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შეგიძლიათ დამოუკიდებლად მიმართოთ სამედიცინო დახმარებას და დაფაროთ ხარჯები საკუთარი ფინანსებით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, aldagi dazgveva აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს.

„ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურებს სთავაზობს სრულყოფილ დაცვას მოულოდნელი მოვლენებისგან, რაც მოგზაურობისას სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტიაა. ონლაინ შეძენის შესაძლებლობა და მრავალფეროვანი დაფარვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი საჭიროებების შესაბამისად აირჩიონ შესაბამისი პოლისი.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ სამოგზაურო დაზღვევა საუკეთესო პირობებით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიირაო სამოგზაურო დაზღვევა Irao dazgveva
შემდეგი სტატიარამდენიმე თვეში თბილისის აეროპორტს რობოტი ეყოლება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted