AJet საბარგო პოლიტიკას აახლებს, ცვლილებები კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ძირითადად დაინტერესებული არიან იაფი ავიაბილეთების შეძენით. აღნიშნული ცვლილებები 16 დეკემბრიდან ამოქმედდა და ვრცელდება როგორც ხელბარგზე, ასევე ჩასაბარებელ ბარგზეც.
რა შეიცვალა AJet-ის საბარგო პოლიტიკაში
აჯეტი ავიაკომპანია AJet Airlines სიახლეებში აშკარად იკვეთება პოლიტიკის ცვლილება, რადგან ახალი წესები ერგება სტანდარტული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოდელს. ეს გულისხმობს, რომ საბარგო პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტარიფის ბილეთი გაქვთ შეძენილი:
- ყველა ბილეთი აღარ მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს
- საბარგო ლიმიტი დამოკიდებულია ბილეთის ღირებულებაზე
- დამატებითი ბარგი დამატებითი ხარჯია
ძველი საბარგო პოლიტიკით მგზავრს, თუნდაც ყველაზე იაფ ტარიფში, უფლება ხელბარგის ქონის უფლება ჰქონდა (მაქსიმუმ 8 კგ), სტანდარტული ზომის კაბინის ჩემოდანი პლუს პირადი ნივთები. ეს პოლიტიკა განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო მოკლე მოგზაურობებისთვის რადგან მგზავრებს ფრენის შესაძლებლობას დამატებითი ხარჯების გარეშე აძლევდა .
ახლი პოლიტიკით ბიუჯეტურ ტარიფებში: უფასოდ ნებადართულია მხოლოდ მცირე პრადი ზომის ხელბარგი (მაქსიმუმ 4 კგ) და ზომაც შეზღუდულია (მაგ.: 40×30×15 სმ) სტანდარტული ხელბარგი კი დამატებით ფასიან სერვისად ითვლება
ხელბარგი AJet-ის ფრენებზე
განახლებული პირობების თანახმად, AJet ყველა მგზავრს სთავაზობს უფასო ხელბარგს, თუმცა განსაზღვრული წესებით:
- მიმდინარეობს ზომისა და წონის მკაცრი კონტროლი
- წონის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა
- ეკონომ კლასის ზოგიერთი ბილეთის შეძენისას დასაშვებია მხოლოდ მცირე ზომის პირადი ჩანთა.
ბილეთის შეძენისას დეტალურად გადაამოწმეთ, რა ტიპის ბარგი შედის თქვენს ტარიფში.
ჩასაბარებელი ბარგი – ფასიანი თუ უფასო
AJet-ის ახალი საბარგო პოლიტიკის მიხედვით:
- ჩასაბარებელი ბარგი შეიძლება არ შედიოდეს ბილეთის ღირებულებაში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბიუჯეტის ბილეთს ყიდულობთ
- ბარგის წინასწარ დამატება (ბილეთის ყიდვის დროს ან უბრალოდ ონლაინ) უფრო იაფია, ვიდრე აეროპორტში;
- არასტანდარტული და განსაკუთრებით მძიმე ბარგისთვის მოქმედებს განსხვავებული ტარიფები.
რატომ შეცვალა AJet-მა პოლიტიკა
ავიაციის ინდუსტრიაში ეს პრაქტიკა უკვე გამოცდილია და ფართოდ გამოიყენება. კომპანიის მიზანია:
- საბაზისო ბილეთებზე ბიუჯეტური ფასების შეთავაზება
- მგზავრისთვის არჩევანის გაზრდა
- კონკურენციის გაძლიერება სხვა დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან.
რა უნდა იცოდეს მგზავრმა
ფრენის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შეამოწმოთ:
- რა საბარგო პირობები გექნებათ კონკრეტული ბილეთის შეძენისას.
- თუ ბარგის დამატებას ფიქრობთ, უმჯობესია, ეს წინასწარ გააკეთოთ.
- აუცილებლად გაეცანით ზომისა და წონის ლიმიტებს, მათ შორის ხელბარგის შემთხვევაშიც
- შეინახეთ ინფორმაცია პირობების შესახებ.
AJet-ის ცვლილებების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ეძებს იაფ ავიაბილეთებს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებასა და კომფორტულ მგზავრობაში.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დაგვირეკე: 551 907 907









