თითქმის 20 წელია, რაც მსოფლიოს აეროპორტებმა ხელბარგში არსებულ სითხეებზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. უსაფრთხოების მოტივით, მგზავრები იძულებულნი არიან გადაყარონ წყლის ბოთლები, საყვარელი სუნამოები და სხვა თხევადი მოცულოდის პროდუქტები, თუ მათი მოცულობა 100 მლ-ს აღემატება.

თუმცა, ტალინის აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანის ასეთი მკაცრი შეზღუდვები, ცოტა ხნის წინ გააუქმა. ეს ყველაფერი კი, კონტროლის ზონაში ახალი აღჭურვილობის წყალობით ხდება.

ახლა, ესტონეთის მთავარ აეროპორტში მგზავრების ხელბარგი, გამგზავრების ზონაში არსებული ახალი ამერიკული სკანერებით 920CT Rapiscan Systems-ით შემოწმდება. სკანერი იყენებს სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიას, რომელიც ნივთების უმცირესი დეტალების დანახვის საშუალებას იძლევა.

ტალინის აეროპორტის ახალი წესების მიხედვით, მგზავრებს შეუზღუდავი რაოდენობის სითხის წაღება შეუძლიათ, 2 ლიტრამდე კონტეინერებით. მთავარი ის არის, რომ ბოთლები და ფლაკონები ჯდებოდეს ავიაკომპანიის მიერ დაშვებულ ბარგში.

გამონაკლისების სიაში შედის ასევე ჰელსინკის ვანტაას აეროპორტი და ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტები. მათ, ისევე როგორც ტალინმა, უკვე დაამონტაჟეს უახლესი სკანერები და გაამარტივეს წესები.

თბილისი ტალინი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
14 September 202619 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 324 -დან
15 September 202619 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 378 -დან
22 September 202626 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 167 -დან
23 September 202626 September 20263 StopsNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 210 -დან
26 September 202626 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 251 -დან
27 September 20265 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 307 -დან
22 October 202626 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 968 -დან
17 November 202620 November 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 775 -დან
1 December 20265 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 740 -დან
2 December 20266 December 20263 StopsairBalticავიაბილეთები 952 -დან
3 December 20267 December 20262 StopseasyJetავიაბილეთები 830 -დან
4 December 20268 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 961 -დან
6 December 20268 December 20261 StopairBalticავიაბილეთები 730 -დან
27 December 20268 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 812 -დან
28 December 20263 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 809 -დან
5 January 20279 January 20272 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 009 -დან
4 March 20278 March 20272 StopsSky Express Greeceავიაბილეთები 1 049 -დან
6 April 202710 April 20271 StopairBalticავიაბილეთები 781 -დან
7 April 202711 April 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 862 -დან
9 August 202715 August 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 748 -დან

 

ამრიგად, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სასმლის ან სუნამოს ყიდვა Duty Free-ს მაღაზიაში გადაჭარბებული ღირებულებით. ამ ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში რეგულარულ ფასად და ხელბარგით უპრობლემოდ წაღება.

ამიერიდან, ტალინის აეროპორტიდან გამგზავრებისას, მგზავრებს არ სჭირდებათ სითხეების, ლეპტოპების, კამერების და სხვა ელექტრო მოწყობილობების ჩემოდნიდან ამოღება ცალკე კონტროლისთვის.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ევროპის აეროპორტების უმეტესობაში ძველი წესები კვლავ ძალაშია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ აეროპორტში გექნებათ 100 მლ-ზე დიდი მოცულობის რაიმე სითხე, თვითმფრინავში ასვლამდე მისი გადაგდება მოგიწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩარტერულ ფრენებს, კიდევ ერთი ავიაკომპანია შეასრულებს
შემდეგი სტატიათბილისიდან ურუმჩის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted