Croco Airways -ი შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს გერმანიის იმ სამი ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველო EURO2024 -ზე ითამაშებს.

“საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. შესაბამისად, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი ქომაგები კიდევ უფრო გავახაროთ და გავუმარტივოთ EURO22024 -ზე დასწრება, კროკო ეარვეისი 2024 წლის ივნისის თვეში, 3 ავიატურს, საქართველოს სამივე თამაშზე განახორციელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან დაინიშნა პირდაპირი ფრენები იმ ქალაქების მიხედვით, სადაც გაიმართება მატჩები: დორტმუნდი , ჰამბურგი და გელზენკირხენი“.

თბილისი დორტმუნდი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ივნისი 202419 ივნისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 919 -დან

 

აღსანიშნავია, რომ მატჩთან დაკავშირებით სპეცრეისები, საქართველოსა და გერმანიას შორის, ავიაკომპანია Georgian Airways -მა და Wizz Air -მაც დაამატა.

საჰაერო ხომალდი, რომლითაც განხორციელდება ფრენები, დაახლოებით 190 ადამიანზეა გათვლილი. ტურების გაყიდვა 3 აპრილიდან დაიწყო, ხოლო სამოგზაურო პაკეტში შედის: პირდაპირი ფრენა თბილისიდან, ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, მატჩის ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა. ტურის სრული ღირებულება 4000-დან 5000 ლარამდე იქნება.

შეიძინე ავიაბილეთები ფიქსირებულ ფასად დორტმუნდის მიმართულებით. დაგვირეკეთ 551 907 907 და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებით .

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Croco Airways -მა ქართველ გულშემატკივარს საშუალება მისცა უცხოეთშიც ექომაგათ ქართველი ფეხბურთელებისთვის. კროკო ეარვეისის საშუალებით, 2023 წელს, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ რამდენიმე ასეული ქართველი გაემგზავრა ნეაპოლში პირდაპირი რეისით და კვარაცხელიას უქომაგეს”, – წერს Croco Airways-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ეროვნული გუნდის თამაშები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.

შეიძინე გერმანიის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways თელ-ავივში ფრენებს აახლებს
შემდეგი სტატიაევროპის რამდენიმე აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვა გააუქმა
5 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments