რთულია, ამის წარმოგენა, თუმცა არიზონას მცხუნვარე მზის ქვეშ. სრულ სიჩუმესა და სიწყნარეში, ათასობით თვითმფრინავი დგას. შეიძლება ეს აპოკალიფსის ფილმის კადრს მოგაგონებდეთ, ადგილი, სადაც ავიაციის ისტორია დასასრულს პოულობს. მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ეს სინამდვილეა. შეიძლება ერთ დროს, როცა თქვენ თვითმფრინავით ვენეცია მოინახულეთ, ის ხომალდი ახლა უკვე უდაბნოში იყოს. ფოლადის გიგანტები, რომლებიც ოდესღაც ცას იპყრობდნენ, ახლა მზის ქვეშ განისვენებენ და თავიანთ რიგს ელოდებიან.

რატომ უდაბნო?

ცნობილია, რომ თვითმფრინავების მთავარი მტერი კოროზია და ტენიანობაა. აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უდაბნოები იდეალუურ ადგილია კონსერვაციისთვის. მშრალი ჰაერი და მყარი ნიადაგი საშუალებას იძლევა, მრავალტონიანი ლაინერები წლების განმავლობაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე იდგნენ ღია ცის ქვეშ.

როგორ ამზადებენ ხომალდს “დასაძინებლად”

როდესაც თვითმფრინავი “პენსიაზე” გადის, მას მუმიფიცირებას უკეთებენ და უბრალოდ არ ტოვებენ.

  • სითხეების გამოცვლა: საწვავი და ზეთები იცვლება სპეციალური დამცავი სითხეებით
  • ძრავებსა და ფანჯრებს ფარავენ სპეციალური თეთრი პლასტიკური ნივთიერებით, რომელიც ირეკლავს მზის სხივებს და ინარჩუნებს ტემპერატურას შიგნით.
  • საბურაების მოვლა: მათ ხშირად შავი სღებავით ფარავენ, რათა მზემ რეზინი არ დაშალოს.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი15 თებერვალი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 123 -დან
ლარნაკა21 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 125 -დან
ვარშავა22 იანვარი 202628 იანვარი 2026ავიაბილეთები 159 -დან
ბრატისლავა28 იანვარი 20266 თებერვალი 2026ავიაბილეთები 176 -დან
ვენეცია24 იანვარი 202627 იანვარი 2026ავიაბილეთები 186 -დან
მემინგენი19 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 198 -დან
ფრანკფურტი30 იანვარი 20269 თებერვალი 2026ავიაბილეთები 200 -დან
ათენი29 მარტი 20261 აპრილი 2026ავიაბილეთები 208 -დან
რომი14 თებერვალი 202618 თებერვალი 2026ავიაბილეთები 210 -დან
ბუდაპეშტი28 მარტი 202611 აპრილი 2026ავიაბილეთები 220 -დან

თვითმფრინავების გაცოცხლება

ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა – რა ბედი ეწევათ ამ თვითმფრინავებს? სულ უდაბოში უნდა იყვნენ? ყველაზე საინტერესო პროცესი სწორედ მაშინ იწყება, როცა ავიაკომპანიას ხომალდის დაბრუნება სჭირდება. ეს არ არის უბრალოდ გასაღების გადატრიალება.

  1. დეტალური დიაგნოსტიკა: ინჟინრები კვირების განმავლობაში ამოწმებენ ყოველ ჭანჭიკს. რათა ავდან აიცილონ პრობლემები, შემდეგი გართულებები და ავიაკატასტროფები.
  2. ძრავების „გაღვიძება“: დამცავ ფენებს აცლიან და ძრავებს ტესტავენ მაქსიმალურ დატვირთვაზე.
  3. საცდელი ფრენა: სანამ მგზავრები ბორტზე ავლენ და თქვენთვის ნაცნობი – იაფი ფრენები ლისაბონში ამ ხომალდით შესრულდება, თვითმფრინავი გადის უმკაცრეს ტესტ-დრაივს ცაში, რათა ინჟინრები მის სრულ უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ.

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ზოგიერთი თვითმფრინავი „სასაფლაოზე“ მხოლოდ იმისთვის ხვდება, რომ სხვების „დონორი“ გახდეს. ერთი ძველი Boeing-ის ნაწილებით შესაძლოა ათობით სხვა აქტიური ხომალდი შეკეთდეს.

Top-down aerial view of an organized desert boneyard

მეორადი ცხოვრება

თუ თვითმფრინავი ზედმეტად ძველია ფრენისთვის, მისი ისტორია მაინც არ სრულდება. მათი ფიუზელაჟებისგან დღეს ამზადებენ:

  • მდიდრულ ავეჯს: ძრავის ნაწილებისგან დამზადებული მაგიდები ათიათასობით დოლარი ღირს.
  • სასტუმროებს: კოსტა-რიკაში არსებობს სასტუმრო, რომელიც Boeing 727-ის კორპუსშია მოწყობილი.
  • სამზარეულოს დანებს: ტურბინის პირებისგან დამზადებული დანები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა.

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ არიზონას მცხუნვარე მზისა და ქვიშის ქვეშ, ათასობით თვითმფრინავია. ზოგი მათგანი შეკეთებას ელოდება ხოლო დანარჩენი – როდის გახდება დონორი სხვა თვითმფრინავისთვის. საბედნიეროდ, არცერთი მათგანი უბრალოდ ნაგავში არ ხვდება და ახალ სიცოცხლეს იძენენ. თვითმფრინავის ნაწილებისგან სამზარეულოს დანებსა და მდიდრულ ავეჯსაც კი ამზადებენ.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-მა ქუთაისი-ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments