თურქულმა ავიაკომპანიებმა იმ მგზავრებისთვის, რომლებიც თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ფეხზე ადგებიან, წესები გაამკაცრეს. TASS -ის ცნობით, ასეთი მგზავრები დაჯარიმდებიან.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მგზავრები ვალდებულნი არიან დარჩნენ თავიანთ ადგილებზე და შეიკრან უსაფრთხოების ღვედები მანამ, სანამ თვითმფრინავი სრულად არ გაჩერდება და შესაბამისი ნიშანი არ ჩაქრება. ასევე, ბორტზე აკრძალულია როგორც ტრადიციული, ასევე ელექტროსიგარეტის მოხმარება.

ავიაკომპანიებს ევალებათ მგზავრების წინასწარ გაფრთხილება, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა დაახლოებით 520 დოლარით დაჯარიმდნენ.

თბილისი სტამბოლი

Departure atReturn atAirlineFind tickets
24 August 202624 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 475 -დან
4 September 20266 September 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 473 -დან
17 October 202625 October 2026Ajetავიაბილეთები 436 -დან

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოთხოვნები აქამდეც არსებობდა, 2024 წლის ბოლოს, სამოქალაქო ავიაციის უწყებამ განაახლა სტანდარტები. ეს ნაბიჯი უკავშირდება მგზავრების მიერ გაგზავნილ საჩივრებს – მოქალაქეები ხშირად უჩივიან მათ, ვინც თვითმფრინავის გაჩერებამდე დგება და იწყებს ბარგის თაროებიდან ჩამოღებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე თურქული ავიაკომპანია ოპერირებს – Turkish Airlines და მისი შვილობილი ავიაკომპანია AJet -ი, პეგასუსი და თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress , რომლებიც პირდაპირი და ტრანზიტული რეისებით გვაკავშირებს თურქეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Samarkand-მა ტაშკენტიდან თბილისში პირველი რეისი შეასრულა
შემდეგი სტატია145 000 მგზავრი ერთ თვეში – ქუთაისის აეროპორტის ისტორიული მიღწევა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted