ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები 4 თურქული ავიაკომპანიის მეშვეობით განხორციელდება.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, საქართველოსა და თურქეთს შორის მგზავრთა გადაყვანას – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი, Turkish Airlines -ი, თურქეთის ავიახაზები –ს შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet -ი და SunExpress -ი უზრუნველყოფენ.
TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ 2023 ზაფხულის სეზონზე თურქეთის მიმართულებით სტამბოლთან ერთად, გვექნება ფრენები ანკარას, იზმირის და ანტალიის მიმართულებებითაც.
თბილისი ანტალია
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 ივნისი 2025 | 27 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 473 -დან |
2 ივლისი 2025 | 5 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 562 -დან |
12 აგვისტო 2025 | 18 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 600 -დან |
16 სექტემბერი 2025 | 23 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 627 -დან |
- ანკარას მიმართულებით ფრენებს Pegasus –ი 26 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით შემოგვთავაზებს, ხოლო SunExpress –ი 5 ივნისიდან, კვირაში 1 სიხშირით.
- იზმირში ოპერირებას Pegasus –ი, 28 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით მოახდენს, SunExpress -ი კი 3 ივნისიდან, კვირაში 2 სიხშირით.
- ანტალიის საჰაერო ხაზზე Pegasus –ი, 27 მარტიდან, კვირაში 4 სიხშირით, ხოლო 4 ივნისიდან კვირაში 5 სიხშირით შემოგვთავაზებს. რაც შეეხება Sunexpress –ს, ის 27 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.
- რაც შეეხება სტამბოლის მიმართულებას, Turkish Airlines -ი რეისს დღეში 5-ჯერ შეასრულებს, მათ შორის 1 რეისს AnadoluJet -ი მოემსახურება, რომლეიც საბიჰა გოგჩენის აეროპორტის საშუალებით განხორციელდება.
- სტამბოლის მიმართულებით რეისებს ასევე შეასრულებს Pegasus -ი, ავიაკომპანიას სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან, კვირაში 17 სიხშირით ექნება რეისები.
თბილისი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
30 ივნისი 2025 | 30 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 373 -დან |
7 ივლისი 2025 | 13 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 264 -დან |
1 აგვისტო 2025 | 5 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 285 -დან |
23 სექტემბერი 2025 | 28 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 381 -დან |