ავიაციის სფეროში თვითმფრინავის ვიზუალური იერსახე, რომელსაც პროფესიულ ენაზე Livery Design ეწოდება, გაცილებით მეტ ფუნქციას ასრულებს, ვიდრე უბრალოდ ლამაზი გაფორმება.

ეს არის ბრენდინგის, მაღალი ინჟინერიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების რთული შერწყმა. როდესაც აეროპორტის ტერმინალში ფანჯრიდან თვითმფრინავებს უყურებთ, ეს არა მარტო გადაადგილების საშუალებაა, არამედ ეს არის გიგანტური მფრინავი ბილბორდი, რომელიც კონკრეტული კომპანიის ფასეულობებსა და ისტორიას გადმოსცემს. ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა რიგი საკითხები ახლავს თან თვითმფრინავის შეღებვის პროცსს  და რატომ აქცევენ ამას ავიაკომპანიები დიდ ყურადღებას.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი9 თებერვალი 202616 თებერვალი 2026ავიაბილეთები 75 -დან
ლიონი3 თებერვალი 202610 თებერვალი 2026ავიაბილეთები 93 -დან
ლარნაკა21 თებერვალი 202628 თებერვალი 2026ავიაბილეთები 118 -დან
ათენი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 124 -დან
ჰამბურგი28 თებერვალი 202610 მარტი 2026ავიაბილეთები 129 -დან
ვარშავა4 მარტი 202611 მარტი 2026ავიაბილეთები 201 -დან
ბუდაპეშტი28 მარტი 202611 აპრილი 2026ავიაბილეთები 202 -დან

სპეციალური დიზაინები: რატომ ხატავენ ხომალდებს

ხშირად აეროდრომებზე ვხვდებით თვითმფრინავებს, რომლებზეც მულტფილმის პერსონაჟებია გამოსახული, ასევე შესაძლებელია იყოს ცნობილი სპორტსმენები ან ეროვნული სიმბოლოები. მაგალითად, ევროპული დაბალბიუჯეტიანი გიგანტი Wizz Air, ხშირად იყენებს თავის საფირმო იასამნისფერ და თეთრ ფერებს ბრენდის იდენტობის გასამყარებლად, თუმცა ზოგჯერ ავიაკომპანიები სტანდარტულ ჩარჩოებს სცილდებიან. სპეციალური დიზაინები რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს ემსახურება:

  • ბრენდის ცნობადობა და მარკეტინგი: უჩვეულო დიზაინის მქონე ხომალდი მყისიერად ხდება სოციალური ქსელების ვარსკვლავ. მოგზაურები მას ფოტოებს უღებენ და აზიარებენ, რაც კომპანიისთვის უფასო და ძალიან ეფექტური რეკლამაა.
  • ემოციური კავშირი: მულტფილმის გმირების ან ზღაპრული პერსონაჟების გამოსახვა ბავშვებსა და ოჯახებში ნდობასა და პოზიტიურ განწყობას იწვევს. ეს ფრენის შიშის მქონდე მგზავრებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
  • პარტნიორობა: ხშირად ხომალდები დიდ კინოსტუდიებთან, სპორტულ კლუბებთან ან ტურისტულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე იხატება, რაც ავიაკომპანიისთვის დამატებითი ფინანსური სარგებლის წყაროა.

რატომ არის თვითმფრინავების უმეტესობა თეთრი

მიუხედავად ფერადი და კრეატიული დიზაინებისა, მსოფლიო ავიაპარკის უდიდესი ნაწილი მაინც თეთრია. ამ პრაქტიკულ არჩევანს რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი აქვს, რაც უშუალოდ ფრენის უსაფრთხოებასა და ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირდება.

თერმული ეფექტურობა და გაგრილება

თეთრი ფერი საუკეთესოდ ირეკლავს მზის სხივებს. სიმაღლეზე, სადაც ატმოსფერო უფრო თხელია, მზის რადიაცია და სიმხურვალე გაცილებით ძლიერია. თეთრი კორპუსი ნაკლებად ცხელდება, რაც ამცირებს ხომალდის შიდა გაგრილებისა და კონდიცირების სისტემების დატვირთვას. ეს კი, თავის მხრივ, საწვავის ეკონომიაზე პირდაპირ აისახება.

წონა და ეკონომიკური ფაქტორი

როგორც წესი, ფერადი საღებავები, უფრო მძიმეა, ვიდრე თეთრი. ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელოა, მაგრამ გიგანტური ლაინერების შემთხვევაში, მუქი ფერის საღებავმა შეიძლება ხომალდის წონა 200-500 კილოგრამით გაზარდოს. ავიაციაში კი ყოველი ზედმეტი კილოგრამი მეტ დახარჯულ ნავთობს ნიშნავს. გარდა ამისა, თეთრი საღებავი უფრო ბიუჯეტურია და დროთა განმავლობაში მზის ზემოქმედებით ნაკლებად ხუნდება.

უსაფრთხოება და დიაგნოსტიკა

თეთრ ფონზე გაცილებით მარტივია ნებისმიერი ტიპის დაზიანების აღმოჩენა. იქნება ეს კორპუსის ბზარი, ზეთის გაჟონვა თუ ფიუზელაჟის დეფორმაცია – თეთრ ზედაპირზე ეს ხარვეზები  მეტად თვალშისაცემია, რაც ფრენის უსაფრთხოების გარანტიაა.

ღებვის პროცესი: რამდენი საღებავია საჭირო

თვითმფრინავის შეღებვა უბრალო კოსმეტიკური პროცედურა არ არის; ეს რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც მაქსიმალურ სიზუსტესა და სპეციალურ პირობებს მოითხოვს.

საშუალო ზომის თვითმფრინავს, როგორიცაა Airbus A320 (რომელსაცWizz Air ხშირად იყენებს), დაახლოებით 250-300 ლიტრი საღებავი სჭირდება. ხოლო ნამდვილ გიგანტებს, როგორიცაა Airbus A380, შეიძლება 3000 ლიტრამდე საღებავი დასჭირდეთ. საღებავის ფენის სისქე ძალიან თხელია, რადგან ხომალდს ზედმეტი წონა არ დააწვეს.

პროცესი სპეციალური ქიმიური ხსნარების გამოყენებითა და ძველი საღებავის სრული მოცილებით  იწყება. ამის შემდეგ ზედაპირი კოროზიისგან დასაცავად იგრუნტება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფერების დატანა. მთლიანი ციკლი, როგორც წესი, 7-დან 14 დღემდე გრძელდება და მისი ღირებულება ხშირად 200,000$-საც კი აჭარბებს.

შეიძლება ითქვას, რომ თვითმფრინავის მოხატვა მეცნიერებისა და მარკეტინგის იდეალური თანხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერი პრაქტიკულობისა და ეკონომიის სიმბოლოა, ფერადი დიზაინები ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, დარჩნენ კონკურენტუნარიანები და დაამყარონ ემოციური კავშირი მგზავრებთან.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისტატისტიკა და რისკები – რა გავლენას ახდენს ელვა ფრენის პროცესზე?
შემდეგი სტატიაSKY express-ის 40%-იანი ფასდაკლება საბერძნეთის მიმართულებაზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments