ავიაკომპანია airBaltic 16 ახალი მარშრუტს დამატებს, რომლებიც მოიცავს 4 მიმართულებას რიგის აეროპორტიდან, 5-ს ტალინის აეროპორტიდან და 7-ს კი ვილნიუსს აეროპორტიდან.

  • რიგიდან ფრენები შესრულდება: ჟესოვის, კლუჟ-ნაპოკას, სტავანგერისა და მიკონოსის მიმართულებით.
  • ტალინიდან კი: ბარსელონას, პალმას, რეიკიავიკის, ტირანასა და ჰამბურგის მიმართულებით.
  • ვილნიუსიდან მგზავრებს უკვე შეუძლიათ პირდაპირი ფრენებით გაემგზავრონ: პრაღაში, თელ-ავივში, კიშინიოვში, ვალენსიაში, ტირანაში, როდოსისა და იბიცის კუნძულებზე.

ამჟამად ეარბალტიკი 130-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს ფრენებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

ცნობისთვის, airBaltic georgia პირდაპირ ფრენებს, ამ დროისათვის, საქართველოდან მხოლოდ რიგის მიმართულებით ასრულებს. რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას ხორციელდება.

 

ქართველი მოგზაურებისთვის airBaltic -ის ახალი მარშრუტების გაშვებას მნიშვნელოვანი სარგებელი ექნება. რიგა, ვილნიუსი და ტალინი სანდო სატრანზიტო ჰაბებად იქცევა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან ამ ქალაქებში ჩაფრენის შემდეგ, მგზავრები უფრო მარტივად გადაჯდებიან პოპულარულ ევროპულ მიმართულებებზე.

ამ მიმართულებებზე ტურისტული ნაკადის ზრდა, არა მხოლოდ ქართველ მოგზაურებს მისცემს შანსს, უფრო ხელმისაწვდომად და მრავალფეროვნად იმოგზაურონ, არამედ უცხოელი ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობასაც გაზრდის საქართველოსთვის, რადგან ეს მარშრუტები საქართველოსთან კავშირის გამარტივებას უწყობს ხელს.

დაჯავშნე AirBaltic -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმიდან ბაქოს მიმართულებით ფრენების პროგრამა ხანგრძლივდება
შემდეგი სტატიაWizz Air ბუდაპეშტის მიმართულებაზე ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments