ბალტიისპირეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, ეარბალტიკი / Airbaltic airlines, რომელიც ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გამყვანია ევროპის მიმართულებით, სერიოზული ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა. ლატვიის ფინანსთა მინისტრის, არვილს აშერადენსის ბოლო განცხადებამ ავიაციის სფეროს ექსპერტები და მგზავრები ააღელვა – კომპანიის მომავალი ახლა პირდაპირ  დამოკიდებულია იმაზე, უახლოეს პერიოდში შეძლებს თუ არა იგი ახალ კაპიტალისა და სპონსორების მოძიებას.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი1 აპრილი 202622 აპრილი 2026ავიაბილეთები 108 -დან
ლარნაკა20 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 109 -დან
ათენი3 აპრილი 202620 აპრილი 2026ავიაბილეთები 140 -დან
ლიონი10 მარტი 202629 მარტი 2026ავიაბილეთები 149 -დან
ვროცლავი25 თებერვალი 20261 მარტი 2026ავიაბილეთები 149 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027ავიაბილეთები 158 -დან
მემინგენი1 აპრილი 202615 აპრილი 2026ავიაბილეთები 163 -დან
ბრატისლავა18 თებერვალი 202625 თებერვალი 2026ავიაბილეთები 164 -დან

ულტიმატუმი: 30 ივნისი – ყოფნა-არყოფნის ზღვარი

მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანიას კრიტიკული ვადა დაუწესდა. თუ 2026 წლის 30 ივნისამდე airBaltic ვერ შეძლებს ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვას, მას საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიას მხოლოდ რამდენიმე თვე რჩება იმისთვის, რომ ავიაციის ბაზრიდან სრულად არ გაქრეს.

„ამ ეტაპზე ინვესტორების მოძიება გაცილებით რეალისტური გზაა, ვიდრე აქციების ბირჟაზე (IPO) გატანა“ – აღნიშნა აშერადენსმა.

მიზეზი მარტივია: საფონდო ბირჟაზე წარმატებული დებიუტისთვის ავიაკომპანიას უნაკლო ფინანსური მაჩვენებლები სჭირდება, რისი დეფიციტიც airBaltic-ს ამჟამად აქვს. შესაბამისად, მთავრობა აქცენტს კერძო სტრატეგიული ინვესტორის პოვნაზე აკეთებს.

ახალი მენეჯმენტი და პრაგმატული გეგმა

კრიზისულ ვითარებაში კომპანიას სათავეში ახალი ხელმძღვანელი, ერნო ჰილდენი ჩაუდგა. მინისტრის თქმით, ჰილდენი სიტუაციას პრაგმატულად აფასებს და მას უკვე მიენიჭა სრული მანდატი პოტენციურ ინვესტორებთან მოსალაპარაკებლად.

მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ახალი ხედვა და სწრაფი მოქმედება შედეგს გამოიღებს. თუმცა, ავიაციის ბაზარზე არსებული კონკურენციისა და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ამოცანა საკმაოდ რთული შესასრულებელია.

ვინ ფლობს airBaltic-ს დღეს

ამჟამად ავიაკომპანიის აქციების უდიდეს ნაწილს კვლავ სახელმწიფო აკონტროლებს, თუმცა წილობრივ სტრუქტურაში გერმანული გიგანტიც ფიგურირებს:

აქციონერიწილის ოდენობა
ლატვიის სახელმწიფო88.37%
Lufthansa Group10%
სხვა მცირე აქციონერები1.63%

მიუხედავად იმისა, რომ ლუფთჰანზა/Lufthansa-ს 10%-იანი წილი გარკვეულ სტაბილურობის გარანტიას იძლეოდა, აშკარაა, რომ არსებული კაპიტალი საკმარისი არ აღმოჩნდა კომპანიის მდგრადი განვითარებისთვის.

რას ნიშნავს ეს ქართველი მგზავრებისთვის

airBaltic წლებია აქტიურად ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და რიგის გავლით ქართველ მომხმარებელს კომფორტულ კავშირებს სთავაზობს სკანდინავიის ქვეყნებთან, ბალტიისპირეთთან და დასავლეთ ევროპასთან.

  • თუ ინვესტორი მოიძებნა: ავიაკომპანია გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და სავარაუდოდ, დაიწყებს ფლოტის კიდევ უფრო გაფართოვებას.
  • თუ პროცესი ჩაიშალა: არსებობს რეისების გაუქმების ან კომპანიის რესტრუქტურიზაციის რეალური რისკი, რაც პირდაპირ აისახება ბილეთების ხელმისაწვდომობასა და ფასებზე რეგიონში.

მომავალი რამდენიმე თვე airBaltic-ის ისტორიაში გადამწყვეტი იქნება. ავიაციის ინდუსტრია თვალყურს ადევნებს ლატვიის მთავრობის ნაბიჯებს. შეძლებს თუ არა ერნო ჰილდენი ინვესტორის პოვნას 30 ივნისამდე, თუ ევროპულ ცაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზუალის მქონე თვითმფრინავები გაჩერდებიან?!

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიკარგავენ თუ არა მფრინავები მართვის უნარებს, ავტომატიზაციის გამო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments