Air Serbia არის სერბეთის ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც მგზავრებს სთავაზობს კომფორტულ და უსაფრთხო ფრენებს მრავალ პოპულარულ მიმართულებაზე. ავიაკომპანიას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული წესები და პირობები, რომლებიც მოიცავს ავიაბილეთების ტარიფებს, რეგისტრაციის პროცედურებს, ბარგის რეგულაციებსა და სხვა სერვისებს. ქვემოთ გაეცნობით ძირითად ინფორმაციას, რაც ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს Air Serbia -თი მგზავრობის წინ.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია 2025 წლის ივნისიდან იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი ბელგრადი ბელგრადი თბილისი -ს მიმართულებით. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს უფრო მოქნილად დაგეგმონ თავიანთი მგზავრობა სერბეთის დედაქალაქში ან მოსახერხებელი ტრანზიტით გაემგზავრონ თბილისიდან ევროპის სხვა დიდ ქალაქებში.
თბილისი ბელგრადი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 ივნისი 2025 | 29 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 994 -დან |
15 ივლისი 2025 | 27 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 824 -დან |
ავიაბილეთების გამოყენება და წესები
- Air Serbia-ის ავიაბილეთები არ არის გადაცემადი – ის უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მგზავრმა, ვისი სახელი და გვარიცაა მითითებული ბილეთზე.
- ზოგიერთი ავიაბილეთი იყიდება ფასდაკლებით, რომლის ანაზღაურებაც შესაძლოა არ მოხდეს ან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდეს.
- ჩასხდომისას, მგზავრს შესაძლოა მოეთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ბარგის პოლიტიკა და შეზღუდვები
- Air Serbia -ს ბარგის ოდენობა დამოკიდებულია ავიაბილეთის ტარიფზე. მგზავრების ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი ავიაბილეთის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.
- სითხის შეზღუდვა – ხელბარგში თითო კონტეინერი არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ-ს და საერთო ჯამში – 1000 მლ-ს.
ადგილის წინასწარი შერჩევა
- ადგილის წინასწარ შერჩევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე ადგილი ხელმისაწვდომია.
- მგზავრს შეუძლია აირჩიოს ადგილი ფანჯარასთან, გასასვლელთან ან შუაში, თუმცა არა კონკრეტული ნომრით.
- გადახდილი ადგილის შეცვლა შესაძლებელია რეგისტრაციამდე რამდენჯერმე.
პრიორიტეტული სერვისები
Air Serbia მგზავრებს დამატებით ფასიან სერვისებს სთავაზობს:
- Priority Check-In – სწრაფი რეგისტრაცია აეროპორტში.
- Priority Boarding – პრიორიტეტული ჩასხდომა (მიმდინარეობს მხოლოდ ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის; ჩვილებისთვის არა).
- Fast Track – უსაფრთხოების და სასაზღვრო კონტროლის გავლა დაჩქარებული რეჟიმით.
ონლაინ რეგისტრაცია და ჯავშნის პოლიტიკა
- ონლაინ რეგისტრაცია იხსნება ფრენამდე 48 საათით ადრე და იხურება 1 საათით ადრე.
- ავიაბილეთის დაჯავშნა და ტიკეტირება უნდა განხორციელდეს ერთ სისტემაში, რათა არ შეიქმნას ე.წ. პასიური სეგმენტები.
Air Serbia -ს იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.