უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით რეგულარული ფრენებს, შემოდგომიდან დაიწყებს.
ავიაკომპანია თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას, კვირაში სამი სიხშირით, Boeing 737 800 – ით მოახდენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთური ავიაკომპანია სექტემბრიდან დაიწყებს რეგულარული ფრენებს.
მარიამ ქვრივიშივილის – მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას დიდი სტიმული მისცა. მისივე თქმით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, დააჩქარა ეარ ჩაინა -სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება.
თბილისი ურუმჩი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
13 დეკემბერი 2024 | 20 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 837 -დან | |
3 იანვარი 2025 | 12 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 849 -დან |
„Air China -ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედი გვაქვს, რომ გაიზრდება პირდაპირი ფრენები სხვა ჩინური ქალაქებიდანაც, მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვითარდეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, ასევე კარგად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის და სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებაზეც“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
Air China ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მფლობელობაში მყოფი ავიაკომპანიია, რომლიც ფლობს 902 საჰაერო ხომალდს და ოპერიებას 186 ქვეყანაში – აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთის დიდ ქალაქებში ახდენს.
დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები Air China -ს რეისებზე, დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.