Air Astana თბილისი -დან და ალმაატას მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. აღნიშნულ მიმართულებაზე უკვე დაემატა რეისები და ავიაკომპანია 16 მარტიდან კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს ავიამიმოსვლას – ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.
ხოლო მაისიდან ოპერირებას კვირაში 6-ჯერ მოახდენს. შესაბამისად, არსებულ განრიგს დაემატება ორშაბათი და სამშაბათი დღე. ივნისიდან სექტემბრამდე კი ყოველდღიურად შეასრულებს ავიამიმოსვლას.
თბილისი ალმაატა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 იანვარი 2025 | 30 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 011 -დან | |
6 მარტი 2025 | 13 მარტი 2025 | ავიაბილეთები 913 -დან |
მიმდინარე წლის ივნისიდან ასევე იგეგმება სეზონური ფრენების აღდგენა ასტანა თბილისი თბილისი ასტანა -ს და ალმაატა ბათუმი ბათუმი ალმაატა -ს საჰაერო მიმართულებებზე.
თბილისსა და ასტანას შორის ფრენები კვირაში 3-ჯერ შესრულდება, ხოლო ბათუმსა და ალმაატას შორის კი კვირაში 5-ჯერ.
ყაზახეთსა და საქართველოს შორის ფრენები კომფორტული Airbus 320/321 თვითმფრინავით განხორციელდება. გარდა პირდაპირი ავიამიმოსვლისა ავიაკომპანია ეარ ასტანა მგზავრებს ასევე სთავაზობს საკმაოდ კომფორტულ ტრანზიტულ რეისებსაც. საუბარია ალმაატას გავლით დელის, პეკინის, ბანგკოკის, მალდივების, სეულის, ტაშკენტის, ბიშკეკის, დუშანბესა და პუკეტის მიმართულებით ფრენებზე.