როგორც წესი, აეროპორტი სიცოცხლით სავსე და მოძრავი ადგილია, სადაც მუდმივად ისმის ჩემოდნების გორგოლაჭების ხმაური. ეს ადგილი ახალი თავგადასავლებისა და აღმოჩენების ასოციაციას იწვევს, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის ისეთი აეროპორტებიც, სადაც ეს ხმაური უკვე ათწლეულებია, რაც შეწყდა. სკამები მტვრით დაიფარა, ასაფრენ ბილიკებზე ბალახია ამოსული, ტაბლოებზე კი ძველი თარიღები წერია. ამ ადგილებს ევროპის „მოჩვენება აეროპორტებს“ უწოდებენ. ისინი ავიაციის ისტორიის მდუმარე მოწმეები არიან და მისტიკური ისტორიების მოყვარულებს მუდმივად იზიდავენ.
ამ სტატიაში მოგიყვებით ოთხ ყველაზე ცნობილ მიტოვებულ აეროპორტზე, რომელთა ისტორიაც ერთდროულად სევდიანი და მომხიბვლელია.
ნიქოზიის საერთაშორისო აეროპორტი (კვიპროსი) – ომის მძევალი
ნიქოზიის აეროპორტი, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი „დროის კაფსულაა“ მთელ ევროპაში. 1974 წლამდე ის კვიპროსის მთავარი საჰაერო კარიბჭე იყო, თუმცა თურქეთის შეჭრისა და კუნძულის გაყოფის შემდეგ აეროპორტი გაეროს მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაში მოექცა.

ნიქოზიის საერთაშორისო აეროპოტი
1974 წლის ზაფხულში აქ დრო ფაქტობრივად გაჩერდა. ტერმინალის შიგნით ისევ დევს 70-იანი წლების პერიოდის სარეკლამო ჟურნალები და ყავის ჭიქები. Duty Free-ს ზონაში თაროებზე ძველი ბოთლებია შემორჩენილი, ხოლო ასაფრენ ბილიკზე, ქარში, მზესა და წვიმაში, კვიპროსის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი (Hawker Siddeley Trident) ჟანგდება, რომელმაც აფრენა ვერ მოასწრო. დღეს ამ ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად აკრძალულია, თუმცა მისი ნახვა შორიდან ან სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი.
ნიქოზიის აეროპორტი დაკეტილია, მაგრამ ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით ქართველი ტურისტებისთვის ყველაზე სასურველად რჩება.
ოლიმპიადის მსხვერპლი – ელინიკონის აეროპორტი (ათენი, საბერძნეთი)
60 წლის განმავლობაში ელინიკონი ათენის გული იყო. ეს აეროპორტი ცნობილმა ფინელმა არქიტექტორმა, ეერო საარინენმა დააპროექტა და განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩეოდა, თუმცა 2004 წელს ათენს ოლიმპიადისთვის უფრო დიდი და თანამედროვე აეროპორტი სჭირდებოდა. 2001 წელს ელინიკონი დაიხურა.

ელინიკონის აეროპორტი
დიდი ხნის მანძილზე ის სრულიად მიტოვებული იყო, შემდეგ ტერმინალები გაძარცვეს, ასაფრენი ზოლები კი ადგილობრივმა მოსახლეობამ სასეირნოდ და როლიკებით სასრიალოდ გამოიყენა. აეროპორტის ტერიტორიაზე ასევე იდგა მიტოვებული ბოინგ 747 , რომელიც ავიაციის მოყვარულებისთვის ნამდვილ ღირსშესანიშნაობად იქცა. ამჟამად ათენში „ელინიკონის პროექტი“ მიმდინარეობს; იგეგმება აეროპორტის ტერიტორიის ათვისება და მისი უზარმაზარ პარკად და საცხოვრებელ კომპლექსად გადაქცევა.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი აეროპორტი წარსულს ჩაბარდა, ათენი ანტიკური კულტურის ეპიცენტრად რჩება. თუ გსურთ ნახოთ აკროპოლისი და დააგემოვნოთ ბერძნული სამზარეულო, ქუთაისი ათენი ავიაბილეთები საუკეთესო ფასად შეგიძლიათ წინასწარ უკეთესს ფასად დაჯავშნოთ, ამჯერად ელეფთერიოს ვენიზელოსის თანამედროვე აეროპორტი მზადაა გიმასპინძლოთ.
ტემპელჰოფი – დიქტატურიდან თავისუფლებამდე (ბერლინი, გერმანია)
შეიძლება ითქვას, რომ ბერლინის ტემპელჰოფი ისტორიის სახელმძღვანელოა და არა უბრალოდ მიტოვებული აეროპორტი. ის ნაცისტური გერმანიის დროს აშენდა, როგორც მესამე რაიხის ძლიერების სიმბოლო, „ცივი ომის“ დროს კი დასავლეთ ბერლინის გადარჩენის მთავარ დამხმარედ იქცა (ბერლინის საჰაერო ხიდი).

ტემპელჰოფის აეროპორტი
მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი 2008 წელს დაიხურა, ბერლინის მოსახლეობამ არ დაუშვეს მისი დანგრევა. დღესდღეობით ტემპელჰოფის ყოფილი აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო პარკია. ადგილი, სადაც ადრე ბომბდამშენები და სამგზავრო ლაინერები ეშვებოდნენ, ახლა ხალხის ველოსიპედებით სასეირნო ადგილად გადაიქცა, მოსახლეობა პიკნიკებს აწყობს და ფრანებს უშვებს. აეროპორტის შენობას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე და სივრცეში ხშირად გამოფენებიც კი ეწყობა ხოლმე.
თუ ამ ისტორიული პარკის ნახვა გსურთ, ავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით დაგეხმარებათ მოხვდეთ ევროპის ყველაზე თავისუფალ ქალაქში.
დონ კიხოტის აეროპორტი – სიუდად რეალის აეროპორტი (ესპანეთი)
ეს ამბავი არის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დიდმა ამბიციებმა კრახი განიცადოს. პროექტი, რომელიც 1 მილიარდი ევრო დაჯდა, ესპანეთში, მადრიდიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს. ეს იყო ულტრათანამედროვე აეროპორტი, რომელსაც მადრიდის ბარახასის აეროპორტისთვის კონკურენცია უნდა გაეწია.

იუდად რეალის აეროპორტი
აეროპორტი 2008 წელს გაიხსნა, მაგრამ სულ რაღაც 4 წელი იფუნქციონირა. 2012 წელს, მგზავრების სიმცირის გამო, სიუდად რეალის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. წლების მანძილზე კი სრულიად ცარიელი იდგა ახალი, თანამედროვე ტერმინალი და ასაფრენი ბილიკები, სადაც თვითმფრინავები არასდროს მოძრაობდნენ. აეროპორტი იმდენად უსარგებლო იყო, რომ აუქციონზე სასაცილო ფასადაც კი იყიდებოდა. ამ ადგილმა ცნობადობა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ცნობილმა ბრიტანულმა შოუმ „Top Gear“-მა ასაფრენი ზოლი რბოლებისთვის გამოიყენა.
ბნელი ტურიზმი (Dark Tourism)
ზოგადად, ადამიანებს მიტოვებული ადგილები გვახსენებს, რომ არაფერია მუდმივი. განსაკუთრებით კი, თუ ეს სიცოცხლით სავსე აეროპორტებია. ეს არის „ბნელი ტურიზმის“ (Dark Tourism) ნაწილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევეხოთ ისტორიას, რომელიც გაჩერდა. საბედნიეროდ, ევროპაში ასობით მოქმედი აეროპორტი რჩება, რომლებიც სულმოუთმენლად ელიან სტუმრებს, ხოლო იაფი ავიაბილეთების შეძენა avia.ge -ზე შეგიძლიათ.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907









