იტალიაში, ამალფის სანაპიროზე, ახალი სამგზავრო აეროპორტი – Salerno Costa d’Amalfi Airport ამოქმედდება. აეროპორტი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზეა ბაზირებული. ის 2016 წელს მთლიანად დაიხურა, ახლა კი ისევ დაიწყო ფუნქციონირება.

ამჟამად, სანაპიროსთან უახლოესი კომერციული აეროპორტი, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტია. ის ამალფიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და წელიწადში 10 მილიონზე მეტ მგზავრს იღებს, ეს კი აეროპორტში საცობებს იწვევს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, იტალიის საავიაციო ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო აეროდრომის ბაზის რეკონსტრუქცია და ფრენების განახლება გადაწყვიტა.

სალერნო-კოსტა დ’ამალფის აეროპორტი ამალფიდან 45 კმ-ში მდებარეობს, ხოლო სალერნოდან კი 21 კმ-ში. აეროპორტი მუშაობას 11 ივლისიდან იწყებს.

ქუთაისი ნეაპოლი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 August 202624 August 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 834 -დან
21 September 202625 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 616 -დან
12 October 202616 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 538 -დან
22 October 20265 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 038 -დან
23 October 20265 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 094 -დან
30 November 20264 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 419 -დან
23 February 202727 February 20271 StopWizz Air Maltaავიაბილეთები 499 -დან

 

როგორც უკვე ცნობილია, აეროპორტიდან ფრენებს ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Volotea ხვალ განახორციელებს. ავიაკომპანია EasyJet -ი კი მგზავრებს ფრენებს ლონდონისა და ბაზელის მიმართულებით შესთავაზებს. აეროპორტიდან იფრენებს სხვა ავიაკომპანიებიც შეასრულებენ და რეისებს იტალიის სხვადასხვა ქალაქსა და საფრანგეთში შესთავაზებენ მგზავრებს.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტში გაფართოვდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, 2026-2027 წლებამდე იგეგმება ახალი ტერმინალის აშენება. განვითარების გეგმის მიხედვით, 2043 წლისთვის, ახალი აეროპორტი წელიწადში 6.000.000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

დაჯავშნე იტალიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან მაროკოში პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება
შემდეგი სტატიასახალისო ქვიზი მხოლოდ მათთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted