საქართველოს მთავრობა მაროკოს სამეფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას განიხილავს. ამ ეტაპზე, ჯერ მოთხოვნისთვის საჭირო ტექსტი უნდა შემუშავდეს, რომლის მომზადებაც პრემიერმა უკვე დაავალა შესაბამის უწყებებს.

საქართველოსა და მაროკოს შორის ფრენები ამ დროისათვის შესაძლებელია ერთი გადაჯდომით. თბილისის აეროპორტი -დან რეისებს ავიაკომპანია Turkish Airlines -ი, Austrian Airlines ან Air France -ი გვთაავზობს. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა მაროკოს მიმართულებით ამ დრომდე საქართველოდან არასდროს შესრულებულა.

თბილისი მარეკეში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 იანვარი 202513 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 062 -დან
10 თებერვალი 202517 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 045 -დან
11 თებერვალი 202517 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 045 -დან
3 მარტი 20257 მარტი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 085 -დან
5 მარტი 202510 მარტი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 231 -დან
14 აპრილი 202520 აპრილი 20251 ᲒაჩერებაAir Franceავიაბილეთები 2 185 -დან
20 მაისი 202530 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 072 -დან

 

მაროკო არის ადგილი, რომელიც მოგზაურებს კულტურულ სიმდიდრეს და ბუნებრივი სილამაზის უნიკალურ ნაზავს სთავაზობს. ვიზიტორებს შეუძლიათ აღფრთოვანდნენ უძველესი მეჩეთებისა და სასახლეების განსაცვიფრებელი არქიტექტურით და ისიამოვნონ საჰარის უდაბნოსა და ატლასის მთების მომხიბლავი პეიზაჟებით.

ქვეყნის მრავალფეროვანი კულინარიული სცენა – ბერბერული, არაბული და ფრანგული ტრადიციების ნაზავი, სასიამოვნო კულინარიულ თავგადასავალს სთავაზობს ყველას. გარდა ამისა, მაროკოს სტუმართმოყვარეობა და ცოცხალი ტრადიციები მას დასამახსოვრებელს და საოცრად შთამბეჭდავს სხდის.

მარაკეში

რომელია ყველაზე ლამაზი ქალაქი მაროკოში?

მაროკოს ყველაზე ლამაზ ქალაქად ხშირად მარაკეში ითვლება. ის ცნობილია, როგორც “წითელი ქალაქი” თავისი გამორჩეული წითელი ქვიშაქვის შენობების გამო. მარაკეში გვთავაზობს უძველესი ისტორიისა და ცოცხალი კულტურის საიცარ ნაზავს. მისი განსაცვიფრებელი არქიტექტურა, მათ შორის კუტუბიას მეჩეთი, საადიანი სამარხები და მდიდრული ბაიას სასახლე, ველაზე მეტად ხიბლავს მნახველებს.

მაროკოს ყველაზე ლამაზ ქალაქად ასევე ხშირად განიხილება შეფშაუენი, რომელიც ცნობილია როგორც “ცისფერი ქალაქი”. რიფის მთებში მოქცეული შეფშაუენი განთქმულია თვალწარმტაცი, ცისფრად შეღებილი შენობებითა და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, რომლებიც ჯადოსნურ, თითქმის სურეალისტურ ატმოსფეროს ქმნიან. ქალაქის უნიკალური ცისფერი ელფერი ტრადიციულ არქიტექტურასთან და მთის თვალწარმტაც ხედებთან ერთად, მას დაუვუწყარ ადგილად აქცევს.

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და გაემგზავრე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. დაგვირეკე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი მოგზაურობის ექსპერტებისთვის
შემდეგი სტატიაიტალიაში, ამალფის სანაპიროზე, ახალი აეროპორტი გაიხსნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments