მოლდოვური ავიაკომპანია Vision Air საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის და თბილისსა და კიშინიოვს შორის რეგულარული ფრენების შესრულებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას ფრენების განხორციელების ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს უკვე მიანიჭა.

პირველი რეისი კიშინიოვი თბილისი თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით 2025 წლის 2 ნოემბერს შესრულდება.

თავდაპირველად, Vision Air საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით კვირაში მხოლოდ ერთხელ, კვირაობით იფრენს. თუმცა, ავიაკომპანია ფრენების რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდას გეგმავს:

  • 13 ნოემბრიდან დაემატება მეორე ყოველკვირეული რეისი (ხუთშაბათი).
  • 16 დეკემბრიდან კი ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

„Vision Air“ არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც 2025 წლის ზაფხულიდან უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით დაიწყო ოპერირება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოლდოვიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE ასრულებს.

თბილისი კიშინიოვი

Departure atReturn atAirlineFind tickets
24 September 202627 September 2026Fly Oneავიაბილეთები 728 -დან
17 October 202620 October 2026Fly Oneავიაბილეთები 759 -დან
17 November 202620 November 2026Fly Oneავიაბილეთები 513 -დან

 

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის 20%-მდე ფასდაკლება ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტში ახალი მოლდოვური ავიაკომპანია “Vision Air” შემოვიდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted