იაპონიის დედაქალაქი – ტოკიო მსოფლიოში ყველაზე დასახლებული მეტროპოლიაა. ის ასევე იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს პატარა ქალაქების ერთობლიობას, რომელიც 23 პალატისაგან შედგება და ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან. ასევე, ქალაქის ცენტრის დასავლეთით მდებარე სხვა მრავალი ქალაქისა და სოფლისგან, მათ შორისაა იზუ და ოგასავარას კუნძულებიც.
1868 წლამდე ტოკიო პატარა ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, თუმცა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად გადაიქცა.
დღეს იაპონიის დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია არა მხოლოდ სახელმწიფოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აქ უამრავი რამაა სანახავი და გასაკეთებელი, რომელიც სტუმრებს შოპინგის, გართობის, კულტურისა და სასადილოების შეუზღუდავ არჩევანს სთავაზობს.
რა უნდა მოინახულოთ ტოკიოში?
ავიაბილეთები ტოკიოს მიმართულებით საშუალებას მოგცემთ ახლოდან გაიცნოთ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი მეტროპოლია თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით, ხელოვნებითა და კულტურით, უგემრიელესი და მსოფლიოში გამორჩეული სამზარეულოთი, ტრადიციებითა და ინოვაციებით.
აუცილებლად უნდა ესტუმროთ მუზეუმებს, რომლებიც მოიცავს იაპონიის ხელოვნების ისტორიის ყველა ეპოქას და ასევე მუზეუმებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ თანამედროვეზე. ტოკიოში შეგიძლიათ განიცადოთ იაპონური ხელოვნებისა და კულტურის მთელი სილამაზე.
ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა, რომელიც, ალბათ ყველა ადამიანის ოცნებაა, ალუბლების ყვავილობაა. საკურას სეზონი ტოკიოში მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდეა. ქალაქი ამ პერიოდში ზღაპრულად ლამაზია, რადგან ათასობით ალუბლის ხე მთელს ქალაქს განსაცვიფრებელი ვარდისფერი ელფერით ავსებს. ადგილობრივი მოსახლეობა მიემართება პარკებში, რათა მოაწყონ პიკნიკი და ისიამოვნონ გაზაფხულის ამ მშვიდი და სასიამოვნო საღამოებით.
თუ ტოკიოში გაზაფხულის ამ მშვენიერ პერიოდში მოხვდებით, როდესაც ალუბლის ყვავილობა თავრუდამხვევ ატმოსფეროს ქმნის, შემოგთავაზებთ აგილს, საიდანაც შეძლებთ მეტად ისიამოვნოთ ამ სანახაობით და ეს არის – რიკუგიენ გარდენსი. ქალაქში ასევე იმართება უამრავი ფესტივალი, რომლის გამოტოვებასაც არ გირჩევთ.
როდისაა საუკეთესო დრო ტოკიოში წასასვლელად?
გარდა იმისა, რომ გაზაფხული ნამდვილად არაჩვეულებრივი პერიოდია ტოკიოს მოსანახულებლად, ასევე შეგიძლიატ გაემგზავროთ შემოდგომაზეც – სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის ჩათვლით. ზაფხული ტოკიოში ცხელი და ნოტიოა. ზამთარი კი ცივი, თუმცა არც ისე გაუსაძლისი.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას თბილისი ტოკიო -ს მიმართულებით?
ავიაბილეთები ტოკიოს მიმართულებით თბილისის აეროპორტი -დან შეგიძლიათ ტრანზიტულ რეისებზე შეიძინოთ. მაგალითად, თბილისი ტოკიო -ს მიმართულებით ფრენებს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი ერთი გადაჯდომით გვთავაზობს. რაც სეეხება ფრენის ღირებულებას, ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 1500 -დან 2000 ლარამდე მერყეობს.
რეისებს თბილისი ტოკიო -ს მიმართულებით ყატარის ავიახაზები-ც ასრულებს , რომელიც გადაჯდომას დოჰას აეროპორტში ახორციელებს. რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ კი თქვენ ნარიტას საერთაშორიისო აეროპორტში გაემგზავრებით. ორმხრივი ავიაბილეთები კი დაახლოებით 2000 -დან 2200 ლარი დაგიჯდებათ.
ფრენებს ასევე გვთავაზობს პოლონური ავიახაზები, ფრედერიკ შოპენის აეროპორტში რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ თქვენ პირდაპირ ნარიტას აეროპორტში ჩაფრინდებით. რაც შეეხება ავიაბილეთის ფასებს, შეგიძლიათ 1500 ლარიდან 1900 ლარის ფარგლებში შეიძინოთ.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ გაემგზავროთ ამ შთამბეჭდავი ქალაქის მოსანახულებლად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში შესასვლელად დაგჭირდებათ იაპონიის ვიზა. ვიზის მისაღებად კი დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 302 303.
თბილისი ტოკიო ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
23 თებერვალი 2025 | 2 მარტი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 495 -დან |
ავიაბილეთები ტოკიოს მიმართულებით შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში მოიძიოთ და მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.