საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. ოქტომბრის თვიდან ავიაკომპანაი Air Moldova მოლდოვისა და საქართველოს შორის ფრენებს დაიწყებს. ფრენები განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტს შორის.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ Air Moldova ოქტომბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, პირდაპირ ფრენებს, კიშინეუ თბილისი თბილისი კიშინეუ -ს მიმართულებით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. ხოლო ნოემბრიდან ავიაკომპანია ფრენების სიხშირის გაზრდას ოთხამდე გეგმავს.