ქუვეითის სახელმწიფოს ავიაკომპანია, Jazeera Airways-ი 2004 წელს დაარსდა. ის ქუვეითის მეორე ეროვნული ავიაკომპანიაა. Jazeera Airways – ი მთავარი ბაზა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტშია.

ჯაზირას ავიახაზები რეგულარულ ფრენებს ასრულებს შუა აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. 2009 წელს ავიაკომპანიამ პირველი ფრენა შეასრულა ლონდონის მიმართულებით, რაც 55 წლის განმავლობაში პირველი ფრენა იყო ქუვეითიდან გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით.

2021 წლის 24 თებერვალს, კი, ავიაკომპანიამ ავიამიმოსვლა დაიწყო კოლომბოში, შრი ლანკაში.

Jazeera Airways – ი საქართველოს მიმართულებითაც ასრულებს ფრენებს, კერძოდ, ელ ქუვეითიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით. აღნიშულ რეისზე ავიაკომპანია კვირაში რამდენიმე სიხშირით ოპერირებს. ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია.

ავიაკომპანია ჯაზირა ჯამში 21 ქვეყნის 39 მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

რაც შეეხება ფლოტს, მის შემადგენლობაში 17 საჰაერო ხომალდია.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე პოპულარული მიმართულებები თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან
შემდეგი სტატია10 ავიაკომპანია, რომელიც დღის განმავლობაში ყველაზე მეტ რეისს ასრულებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments