საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სამოგზაუროდ. წარმოუდგენელია, მისმა უძველესმა და შთამბეჭდავმა ისტორიამ ყურადღება არ მიიბყროს და აქ მოგზაურობის სურვილი არ გაგიჩინოთ.
ავიაბილეთები ათენის მიმართულებით უძველესი ცივილიზაციის მქონე ქალაქში გამოგზაურებთ, სადაც მოისმენთ ლეგენდებს მითიური ღმერთებისა და ქალღმერთების შესახებ. ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქალაქი მთელ მსოფლიოში, აქ მოგზაურობისას საკმაოდ ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, როგორც ქვეყნის, ისე მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის შესახებ.
რა უნდა მოინახულოთ ათენში?
ათენი ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქალაქია. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ათენის აკროპოლისია, რომელიც უძველესი შენობების ნანგრევების ერთობლიობაა და ძალიან შთამბეჭდავ სანახობას ქმნის. ამ შენობებს შორის, თქვენ აღმოაჩენთ უძველეს ტაძარს – პართენონს, რომელიც ბერძნებმა ქალღმერთ ათენას მიუძღვნეს. ტაძრის არქიტექტურა და მისი დეკორაციები ბერძნული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული.
ათენში თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ სხვა მითოლოგიური ღმერთებისა და ქალღმერთების ტაძრები და ქანდაკებები, რომლებიც ასევე შეუდარებელი არქიტექტურითა და დეკორაციებით გამოირჩევა. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე ათენას ულამაზესი ქანდაკება მოახდენს, რომელიც ბერძნული სკულპტურის შედევრადაა აღიარებული.
რა აქტივობებს გთავაზობთ ათენი?
გარდა კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულებისა, ავიაბილეთები ათენის მიმართულებით გართობისა და დასვენების ბევრ შესაძლებლობას გაძლევთ.
ქალაქში საკმაოდ მრავლადაა ბარები და ღამის კლუბები, სადაც დაუვიწყარი დროის გატარებას შეძლებთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უპირატესობას მშვიდ დასვენებას ანიჭებთ, შეგიძლიათ რეკრეციულ ზონებს ესტუმროთ. საუკეთესო გარემო ეროვნულ პარკში დაგხვდებათ, სადაც ულამაზესი პეიზაჟების ფონზე პიკნიკის მოწყობას და განტვირთვას შეძლებთ.
როგორ უნდა გაემგზავროთ ათენში?
ათენის მიმართულებით გამგზავრებას თქვენ საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეძლებთ.
ყველაზე ბიუჯეტურ გზას ავიაკომპანია Wizz Air-ი გთავაზობთ, რომელიც ათენის მიმართულებით პირდაპირ ფრენას ქუთაისის აეროპორტიდან, კვირაში რამდენიმე სიხშირით ახორციელებს.
Wizz Air -ი ქუთაისიდან ათენის ელეფთერიოს ვენერიელოს საერთაშორისო აეროპორტში სულ რაღაც 3 საათში ჩაგიყვანთ, ორი გზის ავიაბილეთს კი 150-200 ლარის ფარგლებში შეიძენთ, თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ, დაახლოებით 1.5-2 თვით ადრე დაგეგმავთ.
ქუთაისი ათენი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
25 ნოემბერი 2024 | 29 ნოემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 257 -დან | |
9 დეკემბერი 2024 | 11 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 206 -დან | |
24 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 187 -დან | |
21 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 175 -დან | |
17 მარტი 2025 | 26 მარტი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 204 -დან | |
21 აპრილი 2025 | 28 აპრილი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 592 -დან | |
19 მაისი 2025 | 26 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 456 -დან | |
1 ივნისი 2025 | 10 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 530 -დან | |
31 აგვისტო 2025 | 4 სექტემბერი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 447 -დან |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტდან ავიაბილეთებს ათენის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. პირდაპირ რეისს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines -ი კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს ასრულებს.
ტრანზიტულ ფრენებს კი თბილისის აეროპორტიდან რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. მათ შორისაა თურქული ავიაკომპანიები Pegasus-ი და Turkish Airlines-ი, რომელიც სტამბოლში გადაჯდომით ახორციელებენ რეისებს.
თბილისი ათენი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
23 ნოემბერი 2024 | 3 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 433 -დან | |
7 დეკემბერი 2024 | 14 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 442 -დან | |
30 იანვარი 2025 | 5 თებერვალი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 433 -დან | |
6 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 434 -დან | |
8 მარტი 2025 | 15 მარტი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 450 -დან | |
30 აპრილი 2025 | 11 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 594 -დან | |
1 მაისი 2025 | 11 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 617 -დან | |
16 ივნისი 2025 | 30 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 663 -დან | |
18 ივლისი 2025 | 26 ივლისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 664 -დან | |
7 აგვისტო 2025 | 16 აგვისტო 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 672 -დან | |
23 სექტემბერი 2025 | 5 ოქტომბერი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 066 -დან | |
20 ოქტომბერი 2025 | 30 ოქტომბერი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 615 -დან |
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ რეისებს გვთავაზობს ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. ფასები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როდის და რამდენი ხნით ადრე შეიძენთ ავიაბილეთებს.
ბათუმი ათენი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
7 იანვარი 2025 | 11 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 514 -დან |
ყველა ავიაკომპანიის რეისზე და მათ ღირებულებაზე ინფრომაციას AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციებში გაეცნობით, სადაც თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს მარტივად შეარჩივთ. მეტი კომფორტისთვის და ინდივიდუალური შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის დასახმარებლად.
[…] Sky Express თბილისი ათენი ათენი თბილისი -ს მიმართულებით იწყებს […]
[…] უმასპინძლებს. SKY Express პირველ რეისს ათენი -დან თბილისის მიმართულებით, 2024 წლის 6 […]