Oman Air-ი ომანის სახელმწიფო ეროვნული ავიაკომპანია. ის 28 წლის წინ, 1993 წლის 4 ივნისს დაარსდა. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა, ომანის დედაქალაქის, მუსკატის საერთაშორისო აეროპორშია.
ავიაკომპანია Oman Air-ი ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს. პირველი შიდა ფრენა ავიაკომპანიამ მუსკატიდან სალალაჰში (ომანის სიდიდით მესამე ქალაქი) შეასრულა. პირველი საერთაშორისო ფრენა კი, იმავე წლის ივლისში, დუბაის მიმართულებით განახორციელა.
დუბაის მალევე მოჰყვა სხვა საერთაშორისო ფრენები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: თირუვანანთაპურამი, ქუვეითი, კარაჩი და კოლომბო. დღეისათვის კი Oman Air-ი 27 ქვეყენაში 50 მიმართულებით ასრულებს ფრენებს. ქვეყანა, სადაც ავიაკომპანია ყველაზე მეტ რეისზე ოპერირებს, ინდოეთია 11 მიმართულებით.
სულ მალე კი, Oman Air-ის მიმართულებების სიას საქართველოც შეემატება. ავიაკომპაია მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.
ავიაკომპანიის ფლოტი 48 საჰაერო ხომალდისგან შედგება. ფლოტის შეადგენლობაშია: Airbus A330-200; Airbus A330-300; Boeing 737-800; Boeing 737-900ER; Boeing 737 MAX 8; Embraer 175 და სხვა.