როგორც ცნობილი გახდა, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს ავიაციის ბაზარზე ბრუნდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს სექტემბრიდან, ხოლო Ryanair-ი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან აღადგენს ფრენებს საქართველოს მიმართულებით.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია Wizz Air-ი განაახლებს ოპერირებას. 1 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე აღდგება ავიამიმოსვლა. Wizz Air-ი რიგა-ქუთაისის ავიარეისს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის დაბრუნებასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც განაახლებს ფუნქციონირებას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ავიარეისებისთვის დახურული იყო.

ჯერჯერობით უცნობია სხვა მიმართულებები, რომლებსაც Wizz Air-ი და Ryanair-ი აღადგენენ. თუმცა, ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეტაპობრივად გახდება ცნობილი თუ რომელი ქვეყნებიდან შეასრულებენ ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

ქუთაისი რიგა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 თებერვალი 20261 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 100 -დან
10 მარტი 202613 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 572 -დან
17 აპრილი 202620 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 816 -დან
4 ივნისი 202611 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 007 -დან

რიგა ქუთაისი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მარტი 202630 მარტი 20262 ᲒაჩერებაBuzzავიაბილეთები 602 -დან
3 აპრილი 20268 აპრილი 20262 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 684 -დან
15 მაისი 202624 მაისი 20262 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 608 -დან
17 ივნისი 20262 ივლისი 20262 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 092 -დან
3 აგვისტო 202624 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაCityjetავიაბილეთები 1 626 -დან
4 სექტემბერი 20268 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 059 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიოქტომბრის თვის ავიარეისების ნაწილის განრიგი ცნობილია
შემდეგი სტატიადაინიშნა თბილისი მილანის ჩარტერული რეისი
3.7 3 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
Vivi
5 years ago

წარმატებები!!!!!!!მოწმენდილ ცაზე გეფრინოთ მუდამ!!!!!ძალიან გაგვახარეთ!!!