საქართველოს საჰაერო სივრცე რეგულარული მიმოსვლისთვის თანდათან იხსნება. როგორც ცნობილი გახდა, Lufthansa-ს შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Air France-ი განაახლებს ოპერირებას და თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.
Air France-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს შორის პირდაპირ ფრენას კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს:
პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.
პარიზი თბილისი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
10 აგვისტო 2025 | 12 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 609 -დან |
6 სექტემბერი 2025 | 13 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 156 -დან |
7 ოქტომბერი 2025 | 18 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 745 -დან |
თბილისი-პარიზის რეისი შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
თბილისი პარიზი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
9 აგვისტო 2025 | 30 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 108 -დან |
16 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 985 -დან |
18 ოქტომბერი 2025 | 25 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 723 -დან |
როგორც ცნობილია, რეგულარულ რეისებს Air France-ი Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
საფრანგეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა დაანონსა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის ლატვიურ ავიაკომპანია Air Baltic-თან თბილისი-რიგას შორის რეგულარული მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.