გერმანია რომ თავისი  ულამაზესი ქალაქებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა,  ეს ალბათ უცხო არავისთვის არ არის. ამ ქვეყანაში მართლაც საოცარმა ქალაქებმა და სოფლებმა მოიყარეს თავი და , სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შავი ტყის მდელოზე და მდინარე ოსის ნაპირებზე გაშენებული ქალაქი ბადენ-ბადენი (კარლსრუე) ნებისმიერ სტუმარს მოხიბლავს თავისი სილამაზით.

მისი საოცარი არქიტექტურა და საინტერესო ისტორიის მქონე ღირსშესანიშნაობები თქვენს მოგზაურობას ნამდვილად დაუვიწყარს გახდის.

გარდა ამ სანახაობებისა და ულამაზესი ბუნებისა, ავიაბილეთები ბადენ-ბადენის მიმართულებით თქვენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სპა ქალაქში გამოგზაურებთ. ბადენ-ბადენი (კარლსრუე) განთქმულია თავისი თერმული წყლებით და მისი სახელწოდებაც სწორედ ამას უკავშირდება, რადგან „Baden“  ბანაობას ნიშნავს.

ბადენ-ბადენი (კარლსრუე) რომ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ქალაქია, ამაში თავად დარწმუნდებით როდესაც მისი სპორტული აქტივობების შესახებ შეიტყობთ.

უამრავი გოლფისა და ტენისის მოედნების, ასევე, დოღის შეჯიბრებების გამო ეს ქალაქი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპორტის მოყვარულებში. ზაფხულში ლაშქრობა, ხოლო ზამთარში თხილამურებით სრიალი კი ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სპორტული აქტივობებია.

ავიაბილეთები ბადენ-ბადენის მიმართულებით თქვენთვის საუკეთესო გზაა, თუ  ისეთი საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობის მოწყობა გსურთ, როგორიც ამ ქალაქს შეუძლია შემოგთავაზოთ.

ამასთანავე, გერმანიის ამ ულამაზეს მხარეში მოხვედრას თქვენ საკმაოდ მარტივად და მისაღებ ფასად შეძლებთ.

2020 წლის 1 ივლისიდან ავიაკომპანია Wizz air Georgia -ით ბადენ-ბადენში გამგზავრებას პირდაპირი რეისით შეძლებთ. ქუთაისის საერთაშოირსო აეროპორტიდან სულ რაღაც 4 საათსა და 25 წუთში ამ ულამაზეს ქალაქში ამოყოფთ თავს. ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას 250-დან 550 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უპირატესობას დაბალბიუჯეტურ მგზავრობას არ ანიჭებთ, მაშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ Aegean Airlines -ის რეისით გაფრინდეთ გადაჯდომით ათენში, რომელიც ნამდვილად კომფორტულ და უსაფრთხო ფრენას შემოგთავაზებთ, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 850 – დან 1000 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ავიაბილეთები ბადენ-ბადენის მიმართულებით შეგიძლიათ მარტივად და კომფორტულად მოიძიოთ Avia.ge – ზე და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ხოლო , ამ პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები
შემდეგი სტატიაკორეის ვიზა / koreis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments