საფრაგეთის რესპუბლიკამ  ქვეყანაში შესვლისთვის ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც აუცილებელია შენგენის საზღვრის გადასაკვეთად, მგზავრებმა უკვე უნდა წარადგინონ სამედიცინო დაზღვევა.

სამედიცინო დაზღვევა მთლიანი მოგზაურობის განმავლობაში უნდა იყოს მოქმედი და შესრულებული ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველანირი სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, ასევე, სამედიცინო გადაყვანის ღირებულებაც.

უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შევლისას, ნებისმიერმა პირმა, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელია განსაზღვრული საბუთები უნდა წარუდგინოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს.

ეს საბუთებია: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი და ასევე, უნდა დაადასტუროს ფინანსური უზრუნველყოფა მოგზაურობისას.

საფრანგეთში შესვლისას კი ამ დოკუმენტებთან ერთად  უკვე სავალდებულო იქნება სამეციდინო დაზღვევის წარდგენაც, რომლის არ ქონის შემთხვევაში შესაძლოა ამ ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღოთ.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 აპრილი 202520 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 608 -დან
18 მაისი 202525 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 794 -დან
5 ივნისი 20258 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 676 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიჩეხეთის ვიზა / Chexetis viza
შემდეგი სტატიამექსიკის ვიზა / meqsikis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments