გერმანია  ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქვეყანაა, რაზეც ნამდვილად მეტყველებს ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა. მისი საინტერესო და მდიდარი ისტორია, რომელიც გადმოცემულია  ძველებური და ფერწერული არქიტექტურით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით, ტაძრებთა და მონუმენტებით, ასევე, პეიზაჟები, მთები და ტყეები, გემრიელი კერძები და ლუდი ნებისმიერ ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის და აუცილებლად შეაყვარებს თავს.

ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია, რომ ასეთ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. ავიაბილეთების გერმანიის მიმართულებით შეძენა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და რაც მთავარია, უკვე ბევრ ქალაქში სრულდება რეისები და ემატება ახალი მიმართულებებიც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეისათვის გერმანიის 4 ქალაქში სრულდება პირდაპირი ფრენა. ესენია : ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი და მემინგენი. რეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს და ავიაბილეთებს საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს.

ბერლინი გერმანიის დედაქალაქია და განსაკუთრებით ბევრ ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად. ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 150-დან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს, დამოკიდებულია იმაზე თუ რა პერიოდში და რამდენი ხნით ადრე შეიძენთ მას.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 სექტემბერი 202427 სექტემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 965 -დან
4 ოქტომბერი 20249 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 629 -დან
12 ნოემბერი 202417 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 503 -დან

მიუნხენსა და მემინგენს საერთო აეროპორტი აქვთ და ფრენა ამ ორ ქალაქში ერთი რეისით სრულდება, ორი გზის ავიაბილეთის შეძენას კი 200 ლარადაც  შეძლებთ თუ სწორ პერიოდს შეარჩევთ. რაც შეეხება დორტმუნდს, ამ შემთხვევაშიც გაქვთ შესაძლებლობა საკმაოდ ბიუჯეტური მოგზაურობა მოიწყოთ, რადგან ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 250 ლარს შეადგენს.

ქუთაისი მემინგენი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ოქტომბერი 202421 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 615 -დან
10 ნოემბერი 202419 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 247 -დან

ავიაბილეთები გერმანიის მიმართულებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რადგან ქუთაისის აეროპორტიდან 2020 წლის ივლისიდან პირდაპირი რეისები ემატება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა : კიოლნი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი. ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან ფრენები დაიწყება ნიურბერგის მიმართულებითაც. გერმანიის ამ ულამაზეს ქალაქებში დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობას საკმაოდ კომფორტულად და ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ მოხვედრას პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით. ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბერლინში, ხოლო Lufthansa მიუნხენში პირდაპირ რეისებს გვთავაზობს. ბერლინის ორი გზის ავიაბილეთებს 700-დან 850 ლარის ფარგლებში შეიძენთ,

თბილისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 სექტემბერი 202421 სექტემბერი 2024Eurowingsავიაბილეთები 1 608 -დან
21 ოქტომბერი 202423 ოქტომბერი 2024Avion Express Maltaავიაბილეთები 1 166 -დან
20 ნოემბერი 202427 ნოემბერი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 446 -დან

ხოლო მიუნხენის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 900-დან 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს და ამ ავიაკომპანიით მგზავრობისას საკმაოდ ხარისხიანი სერვისის მიღებას შეძლებთ.

თბილისი მიუნხენი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 სექტემბერი 202420 სექტემბერი 2024Lufthansaავიაბილეთები 1 832 -დან
8 ოქტომბერი 202420 ოქტომბერი 2024Lufthansaავიაბილეთები 1 209 -დან
20 ნოემბერი 202427 ნოემბერი 2024Lufthansaავიაბილეთები 1 004 -დან

ავიაბილეთებს გერმანიის მიმართულებით სულ მალე ირლანდიური ავიაკომპანია რაინეარი შემოგვთავაზებს. თბილისის აეროპორტიდან 2020 წლის 1 აპრილიდან გახდება შესაძლებელი გერმანიის კიდევ ერთ ქალაქში, კიოლნში პირდაპირი რეისით მგზავრობა. თუ ავიაბილეთებს დროულად შეიძენთ და სწორ თარიღებს შეარჩევთ, თქვენი ბიუჯეტი ორმხრივი ბილეთის შეძენისას 250 ლარს არ გადააჭარბებს.

ისეთ ქალაქებში გამგზავრება, სადაც პირდაპირი რეისები არ სრულდება, ტრანზიტულ ფრენას საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, თუმცა ყველაზე მეტი არჩევანი თურქულ ავიაკომპანიებს პეგასუსს და Turkish Airlines– ს აქვს. დუსელდორფი, შტუტგარდი, ჰანოვერი, დრეზდენი, ჰამბურგი, ფრანკფურტი, ბრემენი და კიდევ მრავალი სხვა იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც პეგასუსით საკმაოდ მისაღებ ფასად, Turkish Airlines-ით კი საკმაოდ კომფორტულად იმგზავრებთ.

ამავე ქალაქებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეძლებთ გერმანიის ავიაბილეთების  შეძენას თურქეთის ავიახაზებით.

როგორც ხედავთ, გერმანიის მიმართულებით საკმაოდ დიდი არჩევანია, მთავარია შეხვიდეთ AVIA.GE-ს ვებსაიტზე ან გადმოტვირთოთ აპლიკაცია და საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაშემოდგომო ფასდაკლება Air Astana-სგან
შემდეგი სტატიაფასდაკლება პოლონეთის ავიაბილეთებზე
3.5 6 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნათია
2 years ago

მოგესალმებით , მაინტეესებს მემენგენის მიმართულებით 14 ივლისის ბილეთში გადაიხადა 1160 ლარი , მაინტეესებს გარკვევა ეგ ტუდა აბრატნი არიშს ,ფრენა იყო 16სთ,05 წუთზე, სამთვიანი სამუშაო გრაფიკით

ავიაბილეთები იაფად ჰანოვერის მიმართულებით - Aviabiletebi online ავიაბილეთები
7 months ago

[…] გერმანიის საკმაოდ ცნობილი ნაწილის დედაქალაქად […]

გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
5 months ago

[…] -ს საქართველო გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით […]