მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისს ოფიციალურად შეწყდა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი კვლავ აღდგენის შესახებ.

რუსეთში ამის შესახებ განცხადება ისევ გაკეთდა. ამჯერად, რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღდგეს. „კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, ამის იმედი უახლოეს ხანებში უნდა გვქონდეს.“ – განაცხადა კალაშნიკოვმა.

კალაშნიკოვმა ასევე , აღნიშნა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ყოფნა სრულიად უსაფრთხოა და მათ მიმართ ქართველების დამოკიდებულება კეთილგანწყობილია.

„ბოლო დროს ექსცესიები საქართველოში არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსებმა უნდა გამოავლინონ ნება, მათ შორის, ახალმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც მოდიან და ამასთან დაკავშირებით რაღაც განცხადებებს აკეთებენ. უბრალოდ არაფერი ხდება.“ – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გააკეთა განცხადება და „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.“

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 დეკემბერი 202511 იანვარი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 438 -დან
1 იანვარი 202611 იანვარი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 559 -დან
9 თებერვალი 202615 თებერვალი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 657 -დან
2 მარტი 202610 მარტი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 654 -დან
29 აპრილი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 021 -დან
16 მაისი 202622 მაისი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 023 -დან
11 ივნისი 202628 ივნისი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 021 -დან
10 ივლისი 20261 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 025 -დან
5 აგვისტო 202613 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 022 -დან
12 სექტემბერი 202612 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 022 -დან
11 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 050 -დან
3 ნოემბერი 202610 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 905 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმალე პირდაპირი ავიამიმოსვლა ბანგკოკში
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments