ბევრი ადამიანი, როდესაც ფრენას გეგმავს, ბილეთის ყიდვისთანავე ცდილობს თვითმფრინავში კონკრეტული ადგილი აირჩიოს. მაგალითად, თუ თბილისიდან დორტმუნდის მიმართულებით მიემგზავრებით და ავიაკომპანია ვიზიარით (Wizz Air) ფრენას გეგმავთ, სავარაუდოდ რეგისტრაციის დროს სისტემაც შემოგთავაზებთ ადგილის არჩევას.
თუმცა გამოცდილ მგზავრებს ხშირად სხვა სტრატეგია აქვთ. ისინი არ ჩქარობენ ადგილის წინასწარ არჩევას და ხშირად რეგისტრაციის ბოლო წუთებამდე ელოდებიან. ამის მიზეზი მარტივია, სწორედ ამ დროს (რეგისტრაციის ბოლოს) შეიძლება უფრო კომფორტული ადგილი გამოჩნდეს.
როგორ ანაწილებს ავიაკომპანიის სისტემა ადგილებს?
საქმე იმაშია, რომ ავიაკომპანიების სისტემები ადგილებს ყოველთვის ერთნაირად არ ანაწილებს. როდესაც რეგისტრაცია იხსნება, სისტემა ხშირად პირველ რიგში ანაწილებს იმ ადგილებს, რომლებიც მგზავრებისთვის ნაკლებად სასურველია, მაგალითად შუა ადგილებს. ამიტომ ხდება ისე, რომ ვინც რეგისტრაციას ძალიან ადრე გაივლის, ხშირად სწორედ ასეთ ადგილს იღებს.
გამოცდილი მოგზაურებმა ეს ძალიან კარგად იციან. მათ იციან, რომ ფრენის მოახლოებასთან ერთად ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ზოგჯერ მგზავრი ფრენას აუქმებს, ზოგჯერ ადგილს ცვლის და საბოლოოდ უფრო კომფორტული ადგილებიც თავისუფლდება.
სწორედ ამიტომ ბევრი მათგანი რეგისტრაციას ბოლო მომენტამდე აჭიანურებს. ამ დროს არსებობს შანსი, რომ სისტემა ავტომატურად უკეთეს ადგილს დაგინიშნავთ, მაგალითად ფანჯარასთან ან რიგში, სადაც ფეხებისთვის მეტი სივრცეა.

შესაძლებელია თუ არა უკეთეს ადგილზე გადაჯდომა ბორტზე?
კიდევ ერთი პატარა ხრიკი, რომელსაც ხშირი მოგზაურები იყენებენ, არის თვითმფრინავში შედარებით გვიან ასვლა. როდესაც თითქმის ყველა მგზავრი უკვე ბორტზეა, ხშირად ჩანს, რომ გარკვეული ადგილები მაინც თავისუფალია. ასეთ დროს შეგიძლიათ უბრალოდ ჰკითხოთ ბორტგამცილებელს, შესაძლებელია თუ არა სხვა ადგილას გადაჯდომა. თუ ფრენა სრულად დატვირთული არ არის, ხშირად ისინი თანხმდებიან.
რატომ არის სასარგებლო თვითმფრინავის სქემის წინასწარ ნახვა?
გამოცდილი მგზავრები კიდევ ერთ რამეს აკეთებენ, ისინი წინასწარ ამოწმებენ თვითმფრინავის სქემას. სპეციალური საიტების დახმარებით შესაძლებელია ნახოთ, რომელი რიგებია უფრო კომფორტული და სად არის მეტი სივრცე ფეხებისთვის. ასეთი დეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელ ფრენებზე.
რომელ ფრენებზეა უკეთესი ადგილის მიღების მეტი შანსი?
ასევე მნიშვნელოვანია ფრენის დრო. მაგალითად, შუა კვირის ფრენები ან ძალიან ადრე დილით შესრულებული რეისები ხშირად ნაკლებად დატვირთულია. ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავში თავისუფალი ადგილებიც უფრო ხშირად გვხვდება.
და ბოლოს, ერთი ძალიან მარტივი რამ-თავაზიანობა. აეროპორტის თანამშრომლები და ბორტგამცილებლები ყოველდღიურად ასობით მგზავრს ემსახურებიან. მშვიდი და მეგობრული საუბარი ხშირად ბევრად მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე დაძაბული მოთხოვნები.
პატარა დეტალები, რომლებიც ხშირად წყვეტს ყველაფერს
ხშირი მოგზაურები სწორედ ამას ამბობენ: თვითმფრინავში კარგი ადგილი ყოველთვის მხოლოდ დამატებითი თანხით არ მიიღება. ზოგჯერ ცოტა მოთმინება და სწორი დროის შერჩევა საკმარისია იმისთვის, რომ ფრენა ბევრად უფრო კომფორტული გახდეს.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907









