ისრაელის ეროვნული ავიახაზები 1948 წლის სექტემბერში დაარსდა და მას შემდეგ ისრაელის ნაციონალურ ღირსებას წარმოადგენს. ლოკალური ფრენებით დაწყებული საქმიანობის განვითარება ცნობილმა ავია კომპანიამ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად შეძლო და ამჟამად 50–ზე მეტი ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებს საკმაოდ კომფორტულ და მოხერხებულ ფრენებს.

EI AI Israel Airlines-ის წარმომადგენლები ემსახურებიან ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებს.

ელალის მთავარი ბაზა Ben Gurion–ის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მსოფლიოს სხვა ცნობილი ავიახაზებისგან განსხვავებით, ისრაელის ავიახაზებს საკმაოდ არაორდინალური ასპექტი გამოირჩევს.

ელალი წარმოადგენენ ერთადერთ კომერციულ ავია კომპანიას, რომლის თვითმფრინავებიც საჰაერო რაკეტებისგან დამცავი სისტემითაა აღჭურვილი. სწორედ ამიტომ ისრაელის ავიახაზები მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო ავია კომპანიად ითვლება.

ისრაელის ავიახაზებს ასევე კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და მისაბაძი მაგალითი გამოარჩევს კონკურენტებისგან. ცნობილი ავიაკომპანიის ფლოტი ექსკლუზიურად მხოლოდ Boeing–ის მიერ დამზადებული თვითმფრინავებისგან შედგება. კომფორტული და მაღალი კლასის ტრანსპორტის დამზადებით სახელგანთქმული კომპანიისგან ისრაელის ავიახაზებს ამჟამად 43 თვითმფრინავი ჰყავს შეძენილი.

თბილისის აეროპორტიდან ცნობილი ავია კომპანია უამრავი ლამაზი და ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს. ისრაელის ავიახაზების კომფორტული თვითმფრინავებით თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ საქართველოს დედაქალაქიდან თბილისი პარიზის, ბარსელონის, მოსკოვის და მსგავსი შესანიშნავი ლოკაციების მიმართულებით. ასევე, აღნიშნული ავია ხაზები ქართველ მოგზაურებს საშუალებას აძლებს მოინახულონ პირდაპირი რეისებით ისეთი ეგზოტიკური ქვეყნები, როგორიც ისრაელია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EI AI Israel Airlines-ის ავიახაზები პირდაპირ ფრენებს ანხორციელებენ თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. საინტერესო და ორიგინალური მხარის მონახულების მსურველებს აღნიშნულ რეისზე ავიაბილეთების დაჯავშნა 650–დან 700 ლარამდე თანხის გადახდის სანაცვლოდ შეეძლებათ.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 იანვარი 20263 თებერვალი 2026პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 588 -დან
21 აპრილი 20263 მაისი 2026პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 624 -დან
3 მაისი 20268 მაისი 2026პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 616 -დან
2 ივნისი 202616 ივნისი 2026პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 563 -დან
6 სექტემბერი 20262 ოქტომბერი 2026პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 799 -დან
15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026პირდაპირიEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 630 -დან

ასეთი საინტერესო აქციების სანახავად და ავიაბილეთების ყველაზე იაფად შესაძენად თქვენ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდს ესტუმროთ. მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემა საშუალებას მოგცემთ ამ საიტზე ორ წუთში იპოვოთ თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები იზმირის მიმართულებით
შემდეგი სტატიამოქალაქეობის მისაღებად ყველაზე რთული და მარტივი ქვეყნები
5 1 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments