ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ შობა-ახალი წელი ყველაზე დატვირთული და ქაოსური პერიოდია ადამიანებისთვის. ამ დროს სიხარული, ნერვიულობა და მოლოდინი ერთმანეთს ერევა და ყველა მოუთმენლად ელის ჯადოსნური ღამის დადგომას.

ოჯახები ერთიანდება, სხვადასხვა ქალაქებიდან მშობლიურ მხარეს უბრუნდებიან და თვითმფრინავის ბორტიც ნამდვილ „საჩუქრების საცავად“ იქცევა. წლის ამ პერიოდში,  ყველა სანტას ელფებად გადაიქცევა და მთავარი მამოძრავებელი ძალა საყვარელი ადამიანების გახარება ხდება ხოლმე.

უჩვეულო ტვირთების ჩამონათვალი, რომლებიც ბორტზე აღმოჩენილა

ახლა, მოკლედ მოგიყვებით რეალურ, უცნაურ და სახალისო ისტორიებს, რომლებიც საშობაო პერიოდში მომხდარა და დღემდე დაამახსოვრა თავი მგზავრებს.

  1. ცოცხალი საჩუქრები – „გაქცეული საკვები“ (პარიზი – ლონდონი)

ცნობილია, რომ ევროპაში დელიკატესების ტრანსპორტირება შობისას ყველაზე ხშირია. ამის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფაქტი კი უიშვიათესი ცოცხალი ზღვის პროდუქტის, ომარების, ფაქტია. რეისზე მგზავრს საფრანგეთიდან საჩუქრად მიჰქონდა ზღვის ათფეხა კიბოსნაირების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც განყოფილებიდან „გაიპარა“ და ტვირთების დამხარისხებლები გააოცა. აღსანიშნავია, რომ მათი სხეულის სიგრძე 60 სმ და მეტს აღწევს, გარეგნულად მდინარის კიბოებს მოგვაგონებენ და ალბათ არ გაგიკვირდებათ აეროპორტის თანამშრომლების ასეთი რეაქციაც.

  1. გიგანტური ნივთები – მაკნატუნა (ბერლინი – მილანი)

ერთ-ერთმა მგზავრმა, რომლისთვისაც შობა ნამდვილი დღესასწაული იყო, სცადა ბორტზე 2 მეტრის სიმაღლის, ხის „მაკნატუნას“ ფიგურის ატანა. მას თავისი საშობაო სკულპტურა ბერლინის ერთ-ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში შეეძინა. სამწუხაროდ, როგორც მოსალოდელი იყო, პროლემები შეექმნა, რადგან ნივთი ხელბარგში არ ეტეოდა და საბარგულისთვის ზედმეტად ძვირფასი იყო. ამიტომ, მგზავრს მოუწია ცალკე შეეძინა იაფი ფრენები მილანში თავისი საშობაო გაფორმებისთვის.

იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა29 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 138 -დან
სალონიკი14 თებერვალი 202721 თებერვალი 2027ავიაბილეთები 175 -დან
ვენეცია22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027ავიაბილეთები 208 -დან
ვარშავა1 თებერვალი 20278 თებერვალი 2027ავიაბილეთები 216 -დან
ათენი13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 223 -დან
პოზნანი22 დეკემბერი 202612 იანვარი 2027ავიაბილეთები 236 -დან
კატოვიცა27 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 237 -დან
მილანი1 თებერვალი 202714 თებერვალი 2027ავიაბილეთები 237 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 269 -დან
სტამბოლი1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 272 -დან
  1. ნამდვილი ნაძვის ხე (რიგა – ვენა)

ლატვიიდან ავსტრიაში მიმავალმა მგზავრა სცადა ბორტზე ნამდვილი, ცოცხალი ქოთის ნაძვის ხის ატანა, რადგან სურდა თავისი სახლის სურნელი ვენაში ჩაეტანა. საბედნიეროდ, მგზავრს გაუმართლა და ავიაკომპანიებმა ეს „საჩუქარი“ მხოლოდ სპეციალური ფოტოსანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ დაუშვეს.

  1. 10 კილოგრამიანი ხელნაკეთი ხაჭაპური (თბილისი – პრაღა)

ქართველებისთვის შობა-ახალი წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული და ჯადოსნურია. საახალწლო სუფრა კი ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს მსოფლიოში. ქართული სუფრის ერთ-ერთი საუეთესო წარმომადგენელი კი ხაჭაპურია.

ემიგრანტებთან მიმავალი ოჯახის წევრები ხშირად ცდილობენ გადაიტანონ გიგანტური ზომის გამომცხვარი და გემრიელად მომზადებული საჩუქრები, რაც უსაფრთხოების სკანერზე ხშირად „საეჭვო ობიექტად“ ჩანს ხოლმე თავისი წონისა და ფორმის გამო. ეს ქართული რეალობაა, ალბათ არ გაგიკვირდებათ.

  1. თოვლის ბაბუის კოსტუმი… ჩაცმული (ამსტერდამი – მადრიდი)

ზოგჯერ ავია მგზავრები ბარგოს ადასახადს იმით არიდებენ თავს, რომ საშობაო ფორმებს პირდაპირ იცვამენ ხოლმე. წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, სადაც თქვენ გვერდით სრული ეკიპირებით „სანტა კლაუსი“ ზის და გაზეთს კითხულობს ან „ტიტანიკს“ უყურებს გულაჩუყებული.
ალბათ, ყველა პატარა ბავშვის ოცნება იქნებოდა ამ თვითმფრინავში მოხვედრა და სანტა კლაუსებთან გამოლაპარაკება.

ევროპული ავიახაზების გამოწვევები

როგორ უმკლავდებიან ევროპული ლოუკოსტერები საშობაო ბარგის მოზღვავებას – ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის, მაგალითად ვიზიარი, რომელც ქუთაისიან დაფრინავს დეკემბერი ნამდვილი გამოცდაა. აი როგორ უმკლავდებიან ისინი ბარგის მოზღვავებას:

იღებენ მკაცრ ზომებს – მკაცრად ამოწმებენ ხელბარგის ზომებს, ვინაიდან მგზავრებს ბევრი საჩუქარი მიაქვთ, სათავსოები სწრაფად ივსება. ხშირად, ბოლო მგზავრებს ხელბარგის ჩაბარებას პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან თხოვენ.

დამატებითი ეკიპაჟი – უმნიშვნელოვანესია ამ სასობაო ქაოსის დროს დამატებითი ჯგუფების დაქირავება, რათა დაგვიანებები თავიდან აიცილონ.

უსაფრთხოების წესები

რატომ არ შეიძლება შეფუთული საჩუქრები? – ზოგიერთი შესაფუთი ქაღალდი სკანერებს ხელს უშლის, და აფერხებს რენტგენის სხივებს. თუ სკანერზე ნივთი საეჭვოდ გამონდა, მის გახსნას და ხელახლა შეფუთვას დიდი დრო მიაქვს რაც რიგებს აფერხებს.

თხევადი საჩუქრების გადატანის წესები ევროპის აეროპორტებში – ევროპის აეროპორტებში (ქუთაისშიც) კვლავ მოქმედებს 100მლ-იანი ლიმიტი ხელბარგისთვის. სუნამოები 100 მლ-ზე ზემოთ ჩასაბარებელ ბარგშია ჩასადები. რაც შეეხება ღვინოსა და ალკოჰოლს, ისინიც ჩასაბარებელ ბარგში უნდა იყოს კარგად დაცული შეფუთვით, გარდა ერთი გამონაკლისისა. თუ Duty Free-ში არის შეძენილი, შეიძლება მისი ხელბარგით გადატანა.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ამდენი სასაცილო და უცნაური ამბისა, შობა და ახალი წელი მაინც ყველასთვის საყვარელი დღესასწაულებია.

ავიაცია მხოლოდ ტრანსპორტირება არ არის, ის ხიდია შობის ღამეს საყარელ ადამიანებთან დასაკავშირებლად. მიუხედავად იმისა, თუ რა უჩვეულო ნივთი მიგაქვთ ბარგით, გახსოვდეთ, რომ წესების ცოდნა და მცირე წინდახედულობა დაგეხმარებათ, რო აეროპორტის პროცედურებმა სადღესასწაულო განწყობა არ გაგიფუჭოთ. ასე რომ, ჩაალაგეთ საჩუქრები გონივრულად, გადაამოწმეთ რეისები Avia.ge-ზე და მოემზადეთ წლის ყველაზე ჯადოსნური ფრენისთვის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დ
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიკვება ფრენის დროს სხვადასხხვა ევროპულ ავიახაზზე
შემდეგი სტატიაშობა-ახალი წელი ღრუბლებს მიღმა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted