ადამიანების უმეტესობისთვის მოგზაურობა დიდ ხარჯებთან, მაღალ ფასებთან და ძვირიან სასტუმროებთან ასოცირდება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც საინტერესო და კომფორტული მოგზაურობა შეიძლება დღეში მხოლოდ 50 ევრო დაგიჯდეს. თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავ და წინასწარ განსაზღვრავ, დღის ჭრილში 50-ევროიანი ბიუჯეტი სრულიად საკმარისია ტრანსპორტისთვის, კვებისა და ცოტა გართობისთვისაც კი.

ამ ბლოგში გიამბობთ იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც ბიუჯეტური მოგზაურობებისთვის საუკეთესო არჩევანია და გაძლევს შანსს, მცირე ბიუჯეტით მიიღო ბევრი დაუვიწყარი შთაბეჭდილება.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
მილანი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 124 -დან
სალონიკი6 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 140 -დან
ლარნაკა16 იანვარი 202624 იანვარი 2026ავიაბილეთები 143 -დან
პოზნანი13 იანვარი 202624 იანვარი 2026ავიაბილეთები 191 -დან
მემინგენი20 იანვარი 20263 თებერვალი 2026ავიაბილეთები 197 -დან

რა შედის დღიურ 50€-იან ბიუჯეტში? 50 ევრო შეიძლება ასე გადანაწილდეს:

  • საცხოვრებელი: 15–25 € (45-75₾) (ჰოსტელი, გესტჰაუსი, ბიუჯეტური სასტუმრო)
  • კვება: 10–15 € (30-45₾) (ადგილობრივი კაფეები, ქუჩის საჭმელი)
  • ტრანსპორტი: 3–5 € (9-15₾)
  • გართობა / მუზეუმები: 5–10 € (15-30₾)

ქვევით კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ეს ბიუჯეტი ნამდვილად მოგცემს სასიამოვნოდ დასვენების საშუალებას:

ბიუჯეტურად სამოგზაურო ქვეყნების სიაში ადგილს საქართველოც იკავებს.

საქართველო წლების მანძილზე არ კარგავს ერთ-ერთი ყველაზე იაფი და სტუმართმოყვარე მიმართულების სტატუსს.

  • კვება ადგილობრივ კაფეში: 5–7 € (15-21₾)
  • გესტჰაუსი რეგიონებში: 15–20 € (45-60₾)
  • ტრანსპორტი (მარშრუტკა, მატარებელი): 0,35 € (1₾)

საქართველო იდეალურია მათთვის, ვისაც კულტურა, ისტორია, ბუნება და ტრადიციული სამზარეულო აინტერესებს.

ალბანეთი – როგორც მას უწოდებენ, ევროპის დამალული მარგალიტი 

ალბანეთი ნელ-ნელა პოპულარულობას იძენს ბიუჯეტურ მოგზაურებში.

  • სასტუმრო ან აპარტამენტი: 20–25 € (60-75₾)
  • ზღვისპირა ქალაქები: სარანდე, ვლორა
  • კვება: 6–10 € (18-30₾)

აქ ძალიან ხელმისაწვდომ ფასად დაგხვდებათ ევროპული ატმოსფერო და საინტერესო ისტორიები.

ჩრდილოეთ მაკედონია 

ჩრდილოეთ მაკედონია იდეალურია მათთვის, ვინც განტვირთვას, სიმშვიდესა და ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავს. ტურისტებისთვის ყველაზე მეგობრული ქალაქები: სკოპიე და ოჰრიდი

  • კვება: 5–8 € (15-24₾)
  • საცხოვრებელი: 15–20 € (45-60₾)

ამ მიმართულებას გამოარჩევს განსაკუთრებული დაცულობა და უსაფრთხოება, ასევე დაბალი ფასები.

თურქეთი 

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თურქეთში მოგზაურობა არც თუ ისე ბიუჯეტურია, მაგრამ აქ ისევ რჩება ადგილები, სადაც შეგიძლიათ ბიუჯეტურად დასვენება და უამრავი შთაბეჭდილების შეგროვება.

  • კვება: 5–7 € (15-21₾)
  • სასტუმროები მცირე ქალაქებში: 20–25 € (60-75₾)
  • ტრანსპორტი: საკმაოდ ბიუჯეტური და ძალიან განვითარებული

ავიაბილეთები თურქთის მიმსართულებით წინასწარ დაჯავშნა ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვას კიდევ უფრო ამარტივებს და კომფორტულს ხდის.

ბულგარეთი

ბულგარეთი ევროპისა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებს ემოციების გარეშე არ ტოვებს და, ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური მიმართულებაც არის. ქალაქები: სოფია, პლოვდივი, ვარნა

  • კვება: 6–10 € (18-30₾)
  • საცხოვრებელი: 20–25 € (60-75₾)

ბულგარეთი იდეალურია ისეთი მოგზაურებისთვის,ვისაც ევროპაში გაფრენა მცირე ბიუჯეტით სურს.

 

რუმინეთი 

რუმინეთი აერთიანებს ისტორიას, მისტიკას, ბუნებასა და დაბალ ფასებს.

ქალაქები: ტრანსილვანია, ბრაშოვი, ბუქარესტი

კვება: 6–8 € (18-24₾)

ჰოსტელები: 15–20 € (45-60₾)

 

ბულგაეთით განსაკუთრებით ინტერესდებიან ისეთი ადამიანები, ვისაც უყვარს და იზიდავს ისტორიული ქალაქები.

ბოსნია და ჰერცეგოვინა 

ბალკანეთის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანა. ქალაქები: სარაევო და მოსტარი

  • კვება: 5–7 € (15-21₾)
  • საცხოვრებელი: 15–20 € (45-60₾)

აქ ბიუჯეტური მოგზაურობის სიამოვნებას მდიდარი კულტურითა და უნიკალური ისტორიებით ტკბობის საშუალებაც ემატება.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 50 ევროდ შეგიძლიათ მთელი დღის სასიამოვნოდ გატარება, უკვე გაქვთ. ახლა დარჩა სხვა ხრიკები…

როგორ დავზოგოთ კიდევ უფრო მეტი თანხა მოგზაურობისას:

  • ავიაბილეთები შეიძინე წინასწარ;
  • აირჩიე ლოკალური ტრანსპორტი;
  • ჭამე იქ, სადაც ადგილობრივები ჭამენ;
  • მოერიდე ტურისტულ რესტორნებს;
  • იმოგზაურე ნაკლებად დატვირთულ სეზონზე.

ბიუჯეტური მოგზაურობა ხშირ შემთხვევებში ზუსტად ის გამოცდილებაა, რომელიც გვიტოვებს ყველაზე ნამდვილ, დასამახსოვრებელ და მძაფრ ემოციებს. შენთვის საინტერესო და სწორი მიმართულების არჩევითა და ჭკვიანური დაგეგმვით შეგიძლია დღეში 50 ევროდ აღმოაჩინო ახალი ქვეყნები, გაეცნო ადგილობრივ კულტურას, შექმნა მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგყვება და დაიჭირო წამი, რომელიც არასდროს განმეორდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისისა და ბათუმის აეროპორტების რეკორდული მაჩვენებლები – 6.3 მილიონზე მეტი მგზავრი
შემდეგი სტატიაევროპის 5 ქალაქი, სადაც ქუთაისიდან ყველაზე იაფად გაფრინდებით იანვარში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments