თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება დაემატა. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმქენთსა და თბილისს შორის რეგულარული ოპერირება დაიწყო. 15 დეკემბერს შესრულებულმა პირველმა რეისმა მგზავრები Boeing 737 ტიპის ავიალაინერით ჩამოიყვანა.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რაც ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფრენის განრიგი და დეტალები

ახალი საჰაერო ხაზი რეგულარულ ხასიათს ატარებს და კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს ავიაბილეთები შემდეგი განრიგის მიხედვით შეუძლიათ დაჯავშნონ:

  • ორშაბათი
  • პარასკევი

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ, “ტავ ჯორჯიამ”, საინაუგურაციო რეისს აეროპორტში სპეციალური ღონისძიებით უმასპინძლა, რითაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაღრმავება აღნიშნა.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
მილანი8 აპრილი 202715 აპრილი 2027ავიაბილეთები 220 -დან
ბაქო10 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 276 -დან
ერევანი17 ივლისი 202626 ივლისი 2026ავიაბილეთები 286 -დან
ჟენევა15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 316 -დან
ანკარა5 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 380 -დან
პრაღა24 ივნისი 202627 ივნისი 2026ავიაბილეთები 382 -დან
ბუქარესტი5 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 408 -დან
სტამბოლი3 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 427 -დან
სტოკჰოლმი1 ივნისი 20278 ივნისი 2027ავიაბილეთები 444 -დან
ანტალია20 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 459 -დან

5 მიმართულება ყაზახეთიდან

შიმქენთი რიგით მეხუთე ქალაქია ყაზახეთში, საიდანაც თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები უკვე ხორციელდება შემდეგ ქალაქებში:

  • ალმათი
  • ასტანა
  • ატირაუ
  • აქთაუ

Scat Airlines საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად ოპერირებს. გარდა ახალი მიმართულებისა, ავიაკომპანია თბილისიდან აქთაუს მიმართულებით კვირაში 3-ჯერ (Boeing 737 და CRJ-12 ხომალდებით) დაფრინავს, ასევე რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

რატომ შიმქენთი?

შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან მდებარეობს და მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ამავდროულად, შიმქენთის საერთაშორისო აეროპორტი Scat Airlines-ის მთავარი ჰაბია, საიდანაც კომპანია 60-მდე მიმართულებით დაფრინავს.

თუ გეგმავთ მგზავრობას ყაზახეთის ამ ისტორიულ და დინამიკურ ქალაქში, სასურველია ავიაბილეთები წინასწარ შეიძინოთ, რათა ისარგებლოთ საუკეთესო ფასებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA
შემდეგი სტატიასაქართველო 2026 წლის საუკეთესო სამოგზაურო ქვეყნების სიაშია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted