საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air -თან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს საქართველოსა და უნგრეთს შორის მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის ფონზე ხდება.

საკითხი აქტუალური გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და უნგრეთის ახლადდანიშნული ელჩის, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვედრაზე, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  • ვაჭრობა და ლოგისტიკა
  • ტრანსპორტი და ენერგეტიკა
  • ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

Wizz Air იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens13 January 202720 January 2027Wizz Airავიაბილეთები 200 -დან
Barcelona20 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 433 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 328 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Bratislava24 November 20261 December 2026Wizz Airავიაბილეთები 256 -დან
Budapest5 December 202610 December 2026Wizz Airავიაბილეთები 289 -დან
Dortmund21 November 202626 November 2026Wizz Airავიაბილეთები 343 -დან
Memmingen18 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
Frankfurt1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
Hamburg4 May 202711 May 2027Wizz Airავიაბილეთები 644 -დან

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან უნგრეთში შთამბეჭდავი 93%-ით. ზრდის დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებითაც, სადაც სავაჭრო ბრუნვა 19%-ით არის გაზრდილი.

Wizz Air-ის როლი ტურიზმის განვითარებაში

ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ამჟამად ქუთაისის აეროპორტი -ში ოთხი ბაზირებული ხომალდით ოპერირებს, გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდაში. მეხუთე თვითმფრინავის დამატება მნიშვნელოვნად გაზრდის ფრენების გეოგრაფიას, გახდის საქართველოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ევროპელი ვიზიტორებისთვის და დამატებით სტიმულს მისცემს ტურიზმის სექტორის განვითარებას.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFlydubai და TAROM მოგზაურებს ევროპის 15 ახალ მიმართულებას სთავაზობენ
შემდეგი სტატია120 მიმართულება და 70-ზე მეტი ავიაკომპანია საქართველოს აეროპორტებში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted