მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სფეროებში შთამბეჭდავი პროგრესია. მან ისტორიულ მიღწევად დაასახელა ის ფაქტი, რომ დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიდან 120 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, პრიორიტეტულად კი ევროპის მიმართულებით.

საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ავიაციის სექტორის თანმიმდევრული განვითარება და წარმატებული მოლაპარაკებები ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა British Airways, easyJet და Edelweiss. მისივე ინფორმაციით, ჩამომფრენი რეისების საშუალო დატვირთულობა 92%-დან 98%-მდეა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

easyJet ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ჟენევა22 დეკემბერი 20261 იანვარი 2027easyJetავიაბილეთები 244 -დან
ლონდონი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026easyJetავიაბილეთები 599 -დან
მილანი18 თებერვალი 20274 მარტი 2027easyJetავიაბილეთები 246 -დან

 

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ტურიზმის ზრდა დივერსიფიცირებულია და ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მაღალმხარჯველუნარიან ქვეყნებში. ამის ნათელი შედეგია 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული რეკორდული – 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი, გაზრდილი საშუალო დანახარჯები ერთ ვიზიტზე და გახანგრძლივებული ტურისტული მოგზაურობები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ი ქუთაისში მეხუთე თვითმფრინავის დამატებას გეგმავს
შემდეგი სტატიაანკარა–თბილისის პირდაპირი ფრენები განახლდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted