თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet -ი, „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ავიამიმართულების დაწყების ნებართვა უკვე გასცა.

ანკარის ახალი რეისები სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება და კვირაში ოთხჯერ განხორციელდება: ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

თბილისი ანკარა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 აპრილი 202620 აპრილი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 413 -დან
24 აპრილი 202627 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 408 -დან
25 აპრილი 202627 აპრილი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 329 -დან
26 აპრილი 20261 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 771 -დან
1 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 637 -დან
5 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 614 -დან
6 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 915 -დან
9 მაისი 202611 მაისი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 491 -დან
11 მაისი 202613 მაისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 583 -დან
28 მაისი 20261 ივნისი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 654 -დან
9 ივნისი 202611 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 595 -დან
11 ივნისი 202618 ივნისი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 555 -დან
15 ივნისი 202620 ივნისი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 614 -დან
16 ივნისი 202621 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 608 -დან
25 ივნისი 202625 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 717 -დან
4 ივლისი 202611 ივლისი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 556 -დან
7 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 784 -დან
28 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 524 -დან

ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, აჰმეტ ბოლატის, შეხვედრის შედეგია, რომელიც ივლისში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაზრდა იყო.

თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა

თურქეთი საქართველოსთვის ტურისტული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის 1.2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, რაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მგზავრთა საერთო ნაკადის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ახალი ფრენების დამატება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდას.

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ აეროპორტებში

2025 წლის პირველი შვიდი თვე ქართული აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ამ პერიოდში განხორციელდა 20 000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.

მგზავრთა რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა, რაც 13%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ყოველკვირეულად დაახლოებით 745 რეისი სრულდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 8 ახალ მიმართულებას ამატებს ერევნიდან – იაფი ავიაბილეთები ევროპაში
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყნების გარდა სად შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments